ორშაბათი, აპრილი 20, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებაერთი ღამის უძილობა იმუნიტეტის შესაცვლელად საკმარისია - ახალი კვლევა

ერთი ღამის უძილობა იმუნიტეტის შესაცვლელად საკმარისია – ახალი კვლევა

ყველამ იცის, რომ ძილი მნიშვნელოვანია, თუმცა, სამწუხაროდ, მას ძალიან ბევრი დრო მიაქვს. როცა ამდენი პასუხისმგებლობა გვაქვს, ხშირად ძილის რეჟიმის დარღვევა გვიწევს.

მიუხედავად ამისა, ახალი კვლევის თანახმად, მხოლოდ ერთი ღამის უძილობასაც კი შეუძლია მნიშვნელოვნად ავნოს იმუნურ სისტემას, რასაც პოტენციურად წვლილი შეაქვს ისეთი დარღვევების განვითარებაში, როგორიცაა, მაგალითად, ჭარბი წონა, დიაბეტი და გულის დაავადებები.

ქრონიკული უძილობით გამოწვეული პრობლემების შესახებ უფრო ფართოდაა ცნობილი, მაგალითად, გუნება-განწყობილების ცვლილებები, კოგნიტური უნარების შეფერხება, გულის დაავადებები ან ინსულტი.

უამრავი მტკიცებულება არსებობს იმისთვის, რომ ძილის ნაკლებობა ამ და სხვა პრობლემებთან არის დაკავშირებული. როგორც ახალი კვლევის ავტორები აღნიშნავენ, საკმარისი მტკიცებულება არსებობს იმისთვისაც, რომ მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად ქრონიკული ანთებითაა გამოწვეული.

შედარებით ნაკლებია ცნობილი იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი მექანიზმებია ჩართული ამ ყველაფერში: ზუსტად როგორ იწვევს უძილობა სისტემის ანთებით პროცესებს?

ახალი კვლევისთვის, ქუვეითის დასმანის დიაბეტთა ინსტიტუტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაეგოთ, თუ რა გავლენას ახდენს უძილობა იმუნური უჯრედების (მაგალითად, მონოციტების) მოძრაობაზე და როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი ანთებით პროცესებს.

მონოციტები წარმოადგენს დიდ ლეიკოციტებს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სისხლის თეთრ უჯრედებს. მათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თანდაყოლილი იმუნური სისტემისთვის, რომელიც ორგანიზმში შემოჭრილი უცხო სხეულებისგან თავდაცვის წინა ხაზს წარმოადგენს. ადამიანებში მონოციტების სამი სახეობა არსებობს: კლასიკური, არაკლასიკური და შუალედური.

არაკლასიკური მონოციტები იცავს პათოგენებს სისხლძარღვოვან სისტემასა და სისხლძარღვოვანთა ქსოვილებში, რისთვისაც ის იყენებს ანთებით სიგნალებს, რათა შესაბამისად დაარეგულიროს ორგანიზმის იმუნური პასუხი.

ასევე: ძილის მეცნიერება — რატომ გვძინავს და რა ხდება ამ დროს ჩვენს ორგანიზმში

კვლევაში მონაწილეობდა 276 ჯანმრთელი ქუვეითელი ზრდასრული სხვადასხვა სხეულის მასის ინდექსით (BMI). მეცნიერებმა გააანალიზეს მათი ძილის თავისებურებები და გამოიკვლიეს სისხლის ნიმუშები სხვადასხვა ტიპის მონოციტების დონეებისა და ანთებითი მარკერების შესასწავლად.

ჭარბწონიან მონაწილეებს, სხვა მონაწილეებთან შედარებით, ძილის საგრძნობლად დაბალი ხარისხი აღმოაჩნდათ. გარდა ამისა, უფრო მეტ მათგანს ჰქონდა ქრონიკული ანთება. ასევე, უფრო მეტი არაკლასიკური მონოციტი ჰქონდათ, რაც კორელაციაშია ძილის ხარისხის გაუარესებასთან და ანთებითი მარკერების რაოდენობის ზრდასთან.

READ  ზოდიაქოს ეს ნიშნები მალე სამყაროსგან „ოქროს ბილეთს“ მიიღებენ

კვლევის მეორე ნაწილში შეისწავლეს ხუთი ჯანმრთელი, ნორმალური წონის მქონე ზრდასრული ადამიანის სისხლის ნიმუშები, რომელიც მათ 24-საათიანი უძილობის შემდეგ ჩააბარეს. ეს ნიმუშები შეადარეს იმავე სისხლის ნიმუშებს, ოღონდ რამდენიმე დღის გამოძინების შემდეგ აღებულს.

როგორც აღმოჩნდა, 24-საათიანმა უძილობამ იმდენად შეცვალა მათი მონოციტური პროფილები, რომ რთული გახდა ჭარბწონიანთა სისხლის ანალიზის შედეგებისგან გარჩევა.

ერთი შეხედვით, პასუხი მარტივია — საჭიროა მეტი ძილი. მეორე მხრივ, რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი ასე იოლი როდია. როგორც დასმანის დიაბეტთა ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი, ფატიმა ალ-რაშედი ამბობს, თანამედროვე ცივილიზაცია ხშირად გვიან დაძინებას გვავალდებულებს.

„ჩვენი კვლევა ხაზს უსვამს ჯანდაცვის მნიშვნელოვან გამოწვევას. ტექნოლოგიების განვითარებამ, ეკრანთან მეტი დროის გატარებამ და სოციალური ნორმების ცვლილებამ დიდი ზიანი მოუტანა ადამიანების ძილის რეჟიმს, რასაც სავალალო შედეგები მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ კვლევას ჩავატარებთ უძილობასა და იმუნური სისტემის ცვლილებებს შორის კავშირის შესასწავლად”, – ამბობს ალ-რაშედი.

მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა სამსახურებრივი რეფორმები მოხდეს და დაიწყოს ძილის მნიშვნელობის შესახებ საგანმანათლებლო კამპანიები, განსაკუთრებით იმ დემოგრაფიულ ჯგუფებში, რომლებიც ყველაზე მეტად იმყოფებიან ძილის რეჟიმის დარღვევის რისკის ქვეშ.

ამ ყოველივეს განხორციელებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ისეთი ანთებითი დარღვევების შემცირებას, როგორებიცაა, მაგალითად, ჭარბწონიანობა, დიაბეტი ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.