მეცნიერებმა არგენტინაში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ნიანგებით იკვებებოდა

მეცნიერებმა არგენტინაში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ნიანგებით იკვებებოდა | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სამხრეთ ამერიკაში მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი დინოზავრის ნამარხი აღმოაჩინეს. სიკვდილის მომენტში მას პირში გადაშენებული ნიანგის ძვალი ჰქონდა. აღმოჩენის ასაკი დაახლოებით 66 მილიონი წელია.

ახალი სახეობა, სახელად Joaquinraptor casali, მეგარაპტორების ჯგუფს მიეკუთვნება. მისი ჩონჩხი არგენტინაში, რიო-ჩიკოში ჯერ კიდევ 2019 წელს ამოიღეს. მეცნიერები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ნიანგის მხრის ძვლით, რომელიც მტაცებლის ყბებს შორის იყო მოქცეული. „ეს აღმოჩენა საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ დინოზავრი, შესაძლოა, სიკვდილის მომენტში ნიანგით იკვებებოდა“, – აღნიშნა ლუსიო იბირიკუმ მეცნიერულ და ტექნიკურ კვლევათა ეროვნული საბჭოდან.

მკვლევრებმა ჩონჩხის მნიშვნელოვანი ნაწილი აღადგინეს – თავის ქალა, მალები, კიდურების ელემენტები და ორი ბრჭყალი: ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ადამიანის წინამხრის ზომისაა, სავარაუდოდ, მსხვერპლის ხორცის დასაგლეჯად გამოიყენებოდა. Joaquinraptor-ის სიმაღლე შვიდ მეტრს აღწევდა, ის სულ მცირე, ერთ ტონას იწონიდა. ძვლოვანი ქსოვილის ანალიზმა აჩვენა, რომ სიკვდილის მომენტში ინდივიდი არანაკლებ 19 წლისა იყო.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ტირანოზავრი უფრო დიდი ზომებით გამოირჩეოდა, არგენტინულ მეგარაპტორს უკეთ განვითარებული წინა კიდურები ჰქონდა. მეცნიერთა აზრით, ორივე მტაცებელი თავიანთ ეკოსისტემებში საკვები ჯაჭვის სათავეში იდგა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
სკანირება
QR კოდი
სტატიის ციტირება · HOW TO CITE

შენი განათლება. (2026). მეცნიერებმა არგენტინაში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ნიანგებით იკვებებოდა. 22 მაისი, 2026. https://sheniganatleba.ge/მეცნიერებმა-არგენტინაში/

© 2026 შენი განათლება  ·  Public Health Institute of Georgia (PHIG)  ·  კონფიდენციალობა  ·  Cookie
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2026). მეცნიერებმა არგენტინაში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ნიანგებით იკვებებოდა. 22 მაისი, 2026. https://sheniganatleba.ge/მეცნიერებმა-არგენტინაში/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. მეცნიერებმა არგენტინაში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ნიანგებით იკვებებოდა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98/
sheniganatleba.ge
READ  ლეგენდარული „ტიტანიკის“ ისტორია
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network