ხუთშაბათი, ივნისი 4, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებაპოპულარული პესტიციდი დაკავშირებულია ბავშვებში თავის ტვინის ფართოდ გავრცელებულ პათოლოგიებთან

პოპულარული პესტიციდი დაკავშირებულია ბავშვებში თავის ტვინის ფართოდ გავრცელებულ პათოლოგიებთან

ინსექტიციდი ქლორპირიფოსი მძლავრი ხელსაწყოა სხვადასხვა მავნებლების კონტროლისთვის, რის გამოც, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ის ყველაზე ფართოდ გამოყენებადი პესტიციდი იყო.

თუმცა, სხვა მრავალი პესტიციდის მსგავსად, ქლორპირიფოსსაც აკლია სიზუსტე. გარდა იმისა, რომ აზიანებს არასამიზნე მწერებსაც, თუნდაც ფუტკრებს, ის ასევე დაკავშირებულია გაცილებით დიდი ცხოველების და ადამიანების ჯანმრთელობის რისკებთან.

აშშ-ში ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ეს რისკები შეიძლება ადამიანის დაბადებამდეც კი იწყებოდეს. ნაყოფზე ქლორპირიფოსის ზემოქმედება ზრდის იმის ალბათობას, რომ ბავშვს გამოუვლინდეს თავის ტვინის სტრუქტურული პათოლოგიები და შეზღუდული მოტორული ფუნქციები ბავშვობასა და მოზარდობაში.

ქლორპირიფოსის დაბადებამდელი ზემოქმედების თანდათანობითი ზრდა დაკავშირებული აღმოჩნდა ტვინის სტრუქტურის, ფუნქციისა და მეტაბოლიზმის გადახრების ზრდასთან ბავშვებსა და მოზარდებში; ასევე გაუარესებული იყო მოტორული სიჩქარე და მოტორული პროგრამირება.

„ჩვენ მიერ შემჩნეული ტვინის ქსოვილისა და მეტაბოლიზმის დარღვევები, რომლებიც ამ ერთი პესტიციდის პრენატალურმა ზემოქმედებამ გამოიწვია, საოცრად იყო გავრცელებული მთელ ტვინში“, — ამბობს კვლევის ავტორი, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის განვითარების ნეირომეცნიერი ბრედლი პეტერსონი.

ახალი კვლევა ეთანხმება წინა კვლევებს, რომლებიც ქლორპირიფოსს უკავშირებდნენ კოგნიტური ფუნქციისა და ტვინის განვითარების დარღვევას. თუმცა, ეს კვლევა გვთავაზობს პირველ მტკიცებულებას თავის ტვინში ფართოდ გავრცელებული ხანგრძლივი მოლეკულური, უჯრედული და მეტაბოლური ეფექტებისა.

მეცნიერებმა შეისწავლეს 1998 – 2015 წლებს შორის ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში ორსულთა კოჰორტებში შეგროვებული მონაცემები. თავდაპირველ კოჰორტაში შედიოდნენ 18-დან 35 წლამდე ასაკის აფროამერიკელი და დომინიკელი დედები.

დედები ავსებდნენ პრენატალურ კითხვარებს და ზოგიერთს უღებდნენ დამატებით მონაცემებსაც, მათ შორის, დაბადებისას მათი ბავშვის ორგანიზმში ქლორპირიფოსის დონეს ჭიპლარის ან დედის პლაზმის ნიმუშების მეშვეობით.

წლების შემდეგ, მკვლევრებმა შეაგროვეს 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების მაგნიტურ-რეზონანსული ვიზუალიზაციისა (MRI) და ქცევითი მონაცემები. საბოლოოდ, მათ ხელთ აღმოჩნდა 270 სუბიექტი, რომელთა ქლორპირიფოსის დონე დაბადებისას გაზომილი იყო, ბავშვობაში ან მოზარდობაში კი აღებული ჰქონდათ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენებადი მონაცემები.

READ  სიმპტომები, რომლებიც ღორის გრიპს ახასიათებს

მათ ანალიზებში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი კავშირი პრენატალური ქლორპირიფოსის დონესა და ბავშვობაში თავის ტვინის ანომალიებს შორის, რაც მკვლევართა აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ დაბადებამდელი ზემოქმედება შეიძლება განაპირობებდეს ტვინის სტრუქტურის, ფუნქციისა და მეტაბოლიზმის მდგრად დარღვევებს, რომლებიც ზემოქმედების დონის პირდაპირპროპორციულია.

სავარაუდოდ, ამ ურბანული კოჰორტის სუბიექტები, ქლორპირიფოსის ზემოქმედების ქვეშ სახლში იმყოფებოდნენ, რადგან მრავალი მათგანი იქამდე იყო დაბადებული, ვიდრე აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო 2001 წელს ქლორპირიფოსის საცხოვრებელ გარემოში გამოყენებას აკრძალავდა.

მსგავსი შეზღუდვები შემდეგ სხვა ქვეყნებშიც მიიღეს, მაგრამ ეს პესტიციდი დღემდე მთელ მსოფლიოში გამოიყენება სოფლის მეურნეობაში.

„ამ კვლევაში შესწავლილის დონის ფართო ზემოქმედება დღემდე გრძელდება ფერმის მუშებზე, ფეხმძიმე ქალებზე და ნაყოფებზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ზემოქმედების დონის მეთვალყურეობა პოტენციურად მოწყვლად პოპულაციებში, განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალებში სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებებში, რადგან მათი ჩვილები დღემდე რისკის ქვეშ არიან“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერი ვირჯინია რაუჰი.

მკვლევრები მიუთითებენ გარკვეულ შეზღუდვებზე — კვლევა დაკვირვებითი იყო და შესაბამისად, აჩვენებს მხოლოდ კავშირებს და არ შეუძლია მიზეზშედეგობრიობის დადასტურება.

კვლევა ფოკუსირებული იყო ქლორპირიფოსის მხოლოდ დაბადებამდელ ზემოქმედებაზე, არ ზომავდა ან აკონტროლებდა დაბადების შემდეგ ზემოქმედებას და არ ამოწმებდა ქლორპირიფოსთან ერთად ხშირად გამოყენებული სხვა ინსექტიციდების ზემოქმედებას. კვლევის კიდევ ერთი შეზღუდვაა დემოგრაფიული მრავალფეროვნების ნაკლებობა.

მიუხედავად ამისა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გარემოში ქლორპირიფოსი და მსგავსი ნაერთების ყველგანაა გავრცელებული, ეს კვლევა მიუთითებს ამ ძლიერმოქმედი პესტიციდების შესახებ მეტი კვლევის საჭიროებაზე.

„სავარაუდოდ, ასეთივე ეფექტები აქვს სხვა ორგანოფოსფატულ პესტიციდებსაც. ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის ზომების მიღებაა საჭირო ორსულობისას, ჩვილობისას და ადრეულ ბავშვობაში, როცა თავის ტვინის განვითარება სწრაფია და განსაკუთრებით მოწყვლადია ამ ტოქსიკური ქიმიკატებისადმი“, — ამბობს პეტერსონი.

კვლევა JAMA Neurology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია publichealth.columbia.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

READ  როგორ ვიხუმროთ სოციალურ ქსელებში მოწონებებისა და გამომწერების დასაგროვებლად - ცნობილი ბლოგერის რჩევები

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.