მცენარე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია – ექიმის რეკომენდაცია

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

რეჰანი ნაზი, სითბოს მოყვარული მწვანილია. შუა საუკუნეების “სააქიმო წიგნებში” მას სასწაულმოქმედ მცენარედ მოიხსენიებენ. ძველი წყაროების თანახმად, თურმე რეჰანი ძლიერ აღვივებდა ვნებას, მის ფხვნილს კი შაკიკიანი ავადმყოფები ყნოსავდნენ.

რეჰანის საუცხოო სურნელი და გემო მასში შემავალი ეთერზეთების დამსახურებაა, მის სასარგებლო თვისებებს კი P ვიტამინისა და A პროვიტამინის მარაგი განაპირობებს. რეჰანს ანტიმიკრობული მოქმედება აქვს, ხსნის თავის ტკივილს, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, შველის უძილობას.

ექსპერტების აზრით, რეჰანი უნიკალური მცენარეა. პოტენციურად მას ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. მცენარეს ასევე აქვს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ის აძლიერებს იმუნიტეტს, ებრძვის ინფექციებს, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კანისა და თმისთვის.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

იმისათვის, რომ ზამთრის პერიოდში ორგანიზმი დავიცვათ გაციებითი დაავადებებისგან და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული დისკომფორტისგან, ექსპერტები გვთავაზობენ, რეჰანი (გამხმარი და დაფქული) შევურიოთ კრისტალურ შაქარს და ყოველდღე მივიღოთ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

მცენარე ამცირებს ტკივილის (მათ შორის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებით პროვოცირებული), ღებინების შეგრძნებას.

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniGanatleba.ge. მცენარე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია – ექიმის რეკომენდაცია [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%9b%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90/
sheniganatleba.ge
READ  პირის ღრუს პრობლემები ქიმიოთერაპიის დროს - სამედიცინო განათლების მნიშვნელობა
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network