„შენ ხარ ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნა სიმშვიდეს და ნდობას გაძლევს…“ – ილია თოფურია იუბილარია

Georgian update logo: white 'ag60' icon inside a rounded white square on an orange background, with the Georgian word 'განახლება' beneath.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

UFC-ის ორი წონის ჩემპიონი ილია თოფურია იუბილარია. ილია 29 წლის გახდა. ილიას დედა, ინგა თოფურია სოციალურ ქსელში მისალოც პოსტს აქვეყნებს.

„დაბადების დღეს გილოცავ, ილია, დე. დღეს შენს ცხოვრებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წელი ემატება – 29 წელი სიძლიერის, შრომის და ზრდის.

შენ ხარ კარგი შვილი, მზრუნველი ძმა, მოსიყვარულე მამა და ერთგული მეგობარი – ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნა სიმშვიდეს და ნდობას გაძლევს.

შენი შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა გვასწავლის, რომ ღირსეულ გზას ყოველთვის მოაქვს შედეგი. არასდროს უშინდები სირთულეებს და ყოველთვის წინ მიდიხარ – ჩუმად, მაგრამ მტკიცედ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

გისურვებ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და ძალას, რომ ყველა მიზანს კეთილი გულით და სუფთა სინდისით მიაღწიო. დაე, შენი გზა იყოს ნათელი, გული – სავსე სიყვარულით და ცხოვრება – შინაარსით. იამაყე იმით, ვინც ხარ, რადგან ნამდვილი ფასეულობა ადამიანობაშია.

გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საამაყო შვილო. ღმერთმა მუდამ დაგლოცოს და დაგიფაროს “, – წერს ინგა თოფურია.

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის