ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025
spot_img
მთავარიინტერვიუბიჭი, რომელიც გოგონად აღზარდეს - ტრაგედიად ქცეული ექსპერიმენტი

ბიჭი, რომელიც გოგონად აღზარდეს – ტრაგედიად ქცეული ექსპერიმენტი

ეს არა ფანტასტიკური რომანი, არამედ საშინელი რეალობაა, რომლის ეპიცენტრშიც ერთი ოჯახი და ცნობილი, მაგრამ დაუნდობელი ფსიქოლოგი აღმოჩნდნენ. ეს არის ამბავი ბრიუს რეიმერზე, რომლის ცხოვრებაც  ექსპერიმენტს მსხვერპლად შეეწირა.

1965 წელს კანადაში რეიმერების ოჯახს ტყუპი ბიჭი, ბრიუსი და ბრაიანი შეეძინათ. რამდენიმე თვის შემდეგ 8 თვის ბრიუსს რუტინული წინადაცვეთის პროცედურისას შეცდომით პენისი შეუქცევადად დაუზიანეს. მშობლები შოკში იყვნენ. მათ ეშინოდათ, რომ ბრიუსი სრულფასოვანი მამაკაცივით ვერ იცხოვრებდა. სწორედ ამ კრიზისის დროს გამოჩნდა დოქტორი ჯონ მანი, ჯონს ჰოპკინსის საავადმყოფოს ფსიქოლოგი, რომელიც სქესობრივი განვითარების დარგში პიონერად ითვლებოდა.

მანი წლების განმავლობაში ავითარებდა საკამათო თეორიას, რომლის მიხედვითაც, გენდერული იდენტობა არ არის ბიოლოგიით განსაზღვრული, არამედ მთლიანად დამოკიდებულია აღზრდაზე, განსაკუთრებით კი, ბავშვის ცხოვრების პირველი ორი წლის განმავლობაში. ბრიუსის ტრაგედია მან საკუთარი თეორიის დამტკიცების იდეალურ შანსად მიიჩნია, რადგან ტყუპი ძმა, ბრაიანი, „საკონტროლო ჯგუფის“ როლს შეასრულებდა.

ბიჭი, რომელიც გოგონად აღზარდეს – ტრაგედიად ქცეული ექსპერიმენტი | შენი განათლება
ჯონ მანი

მანიმ დაარწმუნა რეიმერების სასოწარკვეთილი მშობლები, რომ საუკეთესო გამოსავალი ბავშვის სქესის შეცვლა იყო. 22 თვის ასაკში ბრიუსს სასქესო ჯირკვლები ქირურგიულად ამოუღეს და ჩაუტარდა რუდიმენტული ქალური სასქესო ორგანოების (ვულვის) რეკონსტრუქცია. ბიჭი გაიზარდა როგორც გოგონა, სახელად — ბრენდა.

ჯონ მანიმ ყველაფრის დოკუმენტირება დაიწყო და მრავალი წიგნი თუ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ ბრენდა „სრულფასოვან“, ბედნიერ გოგონად იზრდებოდა და ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა. მისი „მონაცემები“ წლების განმავლობაში გამოიყენებოდა იმის გასამართლებლად, რომ ინტერსექსი ბავშვებისთვის, ან მათთვის, ვისაც გენიტალიების დეფექტი ჰქონდა, საუკეთესო გამოსავალი ადრეულ ასაკში ქირურგიული ჩარევა და მკაცრად განსაზღვრული სქესით აღზრდა იყო.

თუმცა, რეალობა, რომელსაც მანი გულდასმით მალავდა, სრულიად განსხვავებული გახლდათ. ბრენდა არასდროს ყოფილა ბედნიერი. ის უარყოფდა ქალურ იდენტობას, ავლენდა ტიპურ მამაკაცურ ქცევებს, ვერ პოულობდა საერთო ენას გოგონებთან და გამუდმებით იტანჯებოდა ბულინგით. მამამისი, რონალდ რეიმერი და დედამისი, ჯანეტი, ხედავდნენ, რომ ბავშვი უზარმაზარ სტრესს განიცდიდა, მაგრამ მანის მითითებებს ასრულებდნენ, რადგან ფსიქოლოგმა დაარწმუნა, რომ წარუმატებლობა მხოლოდ მათი არასაკმარისი ძალისხმევის ბრალი იქნებოდა.

READ  შეიძლება თუ არა მაისის თვეში ქორწინება/ნიშნობა? - მამა შალვას განმარტება

გარდა ამისა, წლიური კონსულტაციების დროს მანი ტყუპებს აიძულებდა არაეთიკურ და სექსუალურ ხასიათის თამაშებს, რასაც მრავალი წლის შემდეგ ორივე ძმა სტრესით იხსენებდა.

როდესაც ბრენდა 14 წლის შესრულდა და მისი წინააღმდეგობა ქალური იდენტობის მიმართ აუტანელი გახდა, მშობლებმა ვეღარ გაუძლეს. 1980 წელს, რონალდ რეიმერმა თავის შვილს მთელი სიმართლე უთხრა დაბადებისა და ოპერაციების შესახებ. ეს იყო გარდამტეხი მომენტი. მოზარდმა, რომელსაც უკვე ეჭვი ეპარებოდა, მაშინვე შეწყვიტა ქალური ჰორმონების მიღება, მიიღო მამაკაცური იდენტობა და დაირქვა სახელი დევიდი.

დევიდ რეიმერმა გაიკეთა ოპერაციები მამაკაცურ ფიზიოლოგიასთან „დასაბრუნებლად“, იმიჯი შეიცვალა და საბოლოოდ, ოჯახიც შექმნა, დაქორწინდა და იშვილა მეუღლის შვილები. მისი ცხოვრება, როგორც ჩანდა, ნელ-ნელა დალაგდა.

თუმცა, მძიმე ბავშვობამ, ფსიქოლოგიურმა ტრავმამ და მუდმივმა ბრძოლამ საკუთარ იდენტობასთან წარუშლელი კვალი დატოვა. დევიდის ტყუპი ძმა, ბრაიანი, წლების განმავლობაში ებრძოდა დეპრესიასა და შიზოფრენიას, რაც, სავარაუდოდ, ექსპერიმენტის ფარულ ნაწილთან იყო დაკავშირებული და 2002 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ბრაიანის სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ, 2004 წელს, მეუღლესთან დაშორების ფონზე, დევიდ რეიმერმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე 38 წლის ასაკში.

დევიდ რეიმერის საქმემ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ჟურნალისტმა ჯონ კოლაპინტომ გამოაქვეყნა სტატია, შემდეგ კი წიგნი: As Nature Made Him: The Boy Who Was Raised as a Girl. ამ ამბავმა შოკში ჩააგდო როგორც სამეცნიერო, ისე ფართო საზოგადოება და საბოლოოდ დაამსხვრია ჯონ მანის თეორია. რეიმერის ტრაგიკული ისტორია დღეს გამოიყენება ეთიკის სახელმძღვანელოებში, როგორც ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა იქცეოდნენ მკვლევრები და როგორ ვერ უარყოფს სოციალური აღზრდა ადამიანის ბიოლოგიურ საფუძველს.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

READ  "ძალიან პატარა მიმიყვანეს ბავშვთა სახლში და 12 წელი არავის მოუკითხავს... 6 წელი ვაგროვებდი ბინისთვის ფულს" - როგორ გახდა ბავშვთა სახლში გაზრდილი მარინე ფუტკარაძე მსოფლიოს 18-გზის ჩემპიონი

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი