მეცნიერებმა გადაიღეს, როგორ ატყუებს ჭიანჭველებს პარაზიტი, რომ დედა ჭიანჭველა მოკლან

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ცნობილია, რომ ცხოველები ზოგჯერ თავიანთ ნაშიერებს კლავენ, მაგრამ ძალიან ცოტაა ცხოველი, რომელიც საკუთარ დედას მოკლავს. მაგრამ ასეთი ფაქტი მეცნიერებმა სულ ახლახანს ჭიანჭველებში გადაიღეს.

ცნობილია, რომ ჭიანჭველები ერთმანეთს სუნით ცნობენ. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ჭიანჭველები მოტყუებით კლავენ თავიანთ დედა ჭიანჭველას.

ეს აჯანყება ორგანიზებულია გარედან მოსული ჭიანჭველას მიერ. კერძოდ, Lasius orientalis ან L. umbratus სახეობის პარაზიტი ფარულად იპარება L. flavus-ის ან L. japonicus-ის ჭიანჭველების კოლონიაში. ბუდეში შეღწევამდე, პარაზიტი დედა ჭიანჭველა საკუთარ სხეულზე იღებს გარეთ მოსიარულე მუშა ჭიანჭველებისგან სუნს და შესაბამისად, ის მტრად აღარ აღიქმება.

იაპონიის კიუშუს უნივერსიტეტის კეიზო ტაკასუკა ამ აჯნაყების დეტალებს ასე განმარტავს: „როგორც კი კოლონიაში აღმოჩნდება, პარაზიტი დედა თავს ესხმის ადგილობრივ დედა ჭიანჭველას — აციდოპორის სახელით ცნობილი ხვრელიდან ზედიზედ ასხურებს სითხეს. პარაზიტის გვარსა და სითხის გამოყენების მეთოდზე დაყრდნობით, ტაკასუკა და მისი ჯგუფი ეჭვობს, რომ ეს სითხე ჭიანჭველმჟავაა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

პარაზიტი სწრაფად, მაგრამ დროებით გარბის დანაშაულის სცენიდან იმ შემთხვევაში, თუ მასზე ჭიანჭველმჟავას კვალი დარჩება.

„პარაზიტმა დედა ჭიანჭველამ იცის, რომ ჭიანჭველმჟავას სუნი ძლიერ სახიფათოა, რადგან თუ მასპინძელი მუშა ჭიანჭველები ამ სუნს შეამჩნევენ, ისინი მასაც მაშინვე თავს დაესხმებიან“.

პარაზიტი ასეთ ქცევას იმდენჯერ გაიმეორებს, რამდენიც საჭიროა, იქამდე, ვიდრე მასპინძელი დედა ჭიანჭველა არ მოკვდება. მას შემდეგ, რაც მას კონკურენტი აღარ ჰყავს და ძალაუფლება ხელში აქვს, იწყებს კვერცხების დებას და კოლონიის მეფობას იწყებს.

ასევე ნახეთ:

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

- Advertisement -
sheniekimi.gesheniekimi.ge
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

READ  უტვინო სხეულები და ღორის ორგანოები - სად მივყავართ მეცნიერებას და იცოცხლებენ თუ არა ადამიანები 150 წლამდე?

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

 

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის