როცა ძალიან მიჭირს, გელათში მივდივარ და ჩემი საზიზღრობებისთვის, ბოდიშს ვიხდი ღმერთთან – ლევან წულაძე

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ლევან წულაძე, ალბათ, ყველა ჩემ კოლეგას, საყვარელ რესპონდენტთა სიაში ჰყავს. მისი უტელეფონობის გამო მთავარი ამოცანაა, მოიხელთო, სადმე გადააწყდე, თორემ ჩაწერის შემდეგ, საინტერესო ინტერვიუ რომ შეგრჩება ხელში, ეს უკვე წინასწარ იცი.

სხვადასხვა თემებს შევეხეთ. მეუღლის დაავადებაზე პირველად ისაუბრა. „ზმნა.ჯი“-ს მკითხველს ბაბუის ამპლუაშიც გააცნო თავი. კულინარიულ ორომტრიალს, ღმერთს, პროფესიას, ასაკს – ჩამოვუარეთ… მოკლედ, გავუყვეთ ნახევარ საათიან ინტერვიუს.

ჩინეთიდან ახლახან დაბრუნდა. ჭოლას ორი წლის „თეატრ სახელოსნო 42“-მა ქალაქ სიუჩანგში გოგოლის „შეშლილის წერილები“ ითამაშა.

ლევან წულაძე: პრაქტიკულად, პრემიერა ვითამაშეთ. “შეშლილის წერილები” 14 წლის წინ დავდგი იტალიელებთან ერთად, ერთობლივი ნამუშევარი იყო. მთავარ როლში იტალიელი მსახიობი იყო. ისინი იტალიურად, ჩვენ ქართულად ვთამაშობდით და ძალიან საინტერესო კო პროდუქცია იყო. ახლახან ჩინეთის თეატრალურმა ფესტივალმა დამიკვეთა იგივე სპექტაკლის დადგმა. გვქონდა დიდი ხნის მოლაპარაკება. ჩამოვიდნენ, აღვადგინეთ. მე ამისთვის ჩემით ვერ მოვიცლიდი და მადლობელი ვარ, მიხარია, რომ ჩემი ერთ-ერთი კარგი სპექტაკლი სცენას დაუბრუნდა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ვიყავით სიუჩანგში, სეჩუანში, სადაც ყველაზე საინტერესო საჭმელები და ყველაზე საინტერესო კულტურული მოვლენებიც ხდება ხოლმე. პატარა ქალაქი დიდ ფესტივალს მასპინძლობს. ჩავედი, შევედი თეატრში და სამი დღის მერე გამოვედი. დათვალიერების საშუალება მე არ მქონია. ხალხი კეთილგანწყობილია, მაგრამ გამიკვირდა, რომ ხმაურიანები აღმოჩნდნენ. უცნაურად მყვირალა ხალხია, ქუჩაში სულ ხმაური ისმის. საჭმელი იცოცხლე! სეჩუანი მართლა ცნობილია თავისი მრავალფეროვანი კერძებით. ჩვენსავით, ქართველებივით ყველაფერი მოაქვთ სუფრაზე და მერე შენ ირჩევ, რაც გინდა. ეს სუფრები მოძრაობს, ტრიალებს და ამით ვერთობოდით. ვინმე, რამე კერძის გადაღებას რომ დაიწყებდა, გამოვქაჩავდით სუფრას ხელს უკან და ეყრებოდათ საჭმელი… განაგრძეთ კითხვა

ასევე ნახეთ:

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

READ  „ეს კაცი მამაჩემია, პოლკოვნიკი, აგვისტოს ომში დაცემული ქართველი გმირი… მოგმართოთ მათ, ვინც ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით მამაჩემის სადღეგრძელოს დალევა და მისი გმირობის ქება წესად იქციეთ: აი, ბრძოლის ველი, აი, თქვენი სამშობლო… მამაჩემის სიკვდილი უაზრო არ ყოფილა!” – ვალერი ელიზბარაშვილი

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის