ხუთშაბათი, დეკემბერი 4, 2025
spot_img
მთავარირჩევებიდიაბეტის 3 სიმპტომი, რომლებიც ძილის წინ ვლინდება

დიაბეტის 3 სიმპტომი, რომლებიც ძილის წინ ვლინდება

დიაბეტი 2 ტიპი სისხლში შაქრის მაღალი დონის გამო სერიოზულ გართულებებს იწვევს. ექსპერტები ასახელებენ სამ ძირითად სიმპტომს, რომლებიც განსაკუთრებით საღამოს ან ღამის საათებში ვლინდება და შესაძლოა, ამ მძიმე მდგომარეობაზე მიანიშნებდეს.

დიაბეტის 2 ტიპის ძირითადი ნიშნები
ეს ქრონიკული დაავადება მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ფორმად ითვლება. მისი გამომწვევი მიზეზებია ორგანიზმის მიერ ინსულინის არასათანადოდ გამოყენება ან კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ არასაკმარისი ინსულინის გამომუშავება.

რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები ხშირად არიან:

ისინი, ვისაც ოჯახში დიაბეტის ისტორია აქვთ, ჭარბწონიანები, დაბალი ფიზიკური აქტივობის მქონე პირები
ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქარს, ცხიმსა და მარილს იღებენ, სისხლში შაქრის მაღალი დონე სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება, თუმცა სამი ნიშანი განსაკუთრებით ღამით ხშირდება ან მძაფრდება.

ღამის 3 სიმპტომი, რომელიც უნდა იცოდეთ

ხშირი შარდვა – მაღალი შაქრის დონე თირკმელებს აიძულებს, ზედმეტი შაქარი ორგანიზმიდან შარდის სახით გამოდევნოს, რის გამოც ღამით ხშირად იღვიძებთ და ტუალეტში გასვლა გჭირდებათ.

თავის ტკივილი გაღვიძებისას – ჰიპერგლიკემია (შაქრის მომატებული დონე) შეიძლება დილით გაღვიძებისთანავე ძლიერი თავის ტკივილით გამოვლინდეს.

გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება – როცა ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხე იკარგება შარდის გზით, ეს გაუწყლოებას იწვევს, რის გამოც ადამიანს მუდმივად წყურვილის შეგრძნება აწუხებს.

შაქრის მაღალი დონე ასევე ძილის დარღვევებსაც იწვევს, რაც გამოიხატება:

დაძინების გაძნელებითგაღვიძების შემდეგ დაღლილობის, გაღიზიანებისა და დაბნეულობის შეგრძნებითმოულოდნელად გახშირებული ან შენელებული სუნთქვითგულისცემის აჩქარებით.

ასევე ნახეთ:

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ყალბ გვერდზე საბანკო მონაცემები შეიყვანეთ?
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი