FBI-მ თოვლის კაცზე ოფიციალური ფაილები გამოაქვეყნა

FBI-მ თოვლის კაცზე ოფიციალური ფაილები გამოაქვეყნა | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

FBI-ის ელექტრონული საცავში ცნობილ ადამიანებზე, პოლიტიკოსებსა თუ კრიმინალებზე ადრე გასაიდუმლოებული და დავიწყებული ათასობით დოკუმენტი ინახება. ასეთ დოკუმენტებს მხოლოდ ამ ადამიანთა სიკვდილის შემდეგ ასაჯაროებს.

ცოტა ხნის წინ ამ პლატფორმაზე 22-გვერდიანი ფაილი გამოქვეყნდა იეტის, იგივე თოვლის კაცის, შესახებ.

ამ მითურ არსებას ბუნდოვანი ისტორია აქვს. მიიჩნევენ, რომ იეტი ნახევრად ადამიანია, ნახევრად კი — ცხოველი. ის ჩრდილოეთი ამერიკის ტყეებში არაერთხელ დაუფიქსირებიათ. თოვლის კაცმა ფანატიკოსებში ისეთი აღტაცება გამოიწვია, რომ ჭეშმარიტების ძიების პროცესში დიდმა თაყვანისმცემლებმა მთავრობაც კი ჩარიეს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

FBI-ის საცავზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ფაილში ძირითადად 1976-1977 წლების მიმოწერაა ასახული; იეტის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, პიტერ ბერნმა, FBI-ს თმის უცნაური ნიმუშის შემოწმება სთხოვა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

თავდაპირველად ბიურომ ნიმუშის შესწავლაზე უარი განაცხადა, რადგან მათი ლაბორატორია მხოლოდ კრიმინალურ საქმეებზე მუშაობდა. მოგვიანებით ცნობილმა გაზეთებმა, მათ შორის New York Times-მა Washington Star-News-მა, ამ მოვლენის შესახებ სტატიები გამოაქვეყნეს, რის გამოც FBI ექსპერტიზის ჩატარებას დათანხმდა.

რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ პასუხი მოვიდა, რომელიც შეთქმულების თეორიის მოყვარულთათვის სამწუხარო აღმოჩნდა — კვლევამ დაადგინა, რომ თმის ნიმუში სინამდვილეში ირმისებრთა ოჯახის წარმომადგენელს ეკუთვნოდა.

ამ იმედგაცრუების მიუხედავად, იეტის ფანატიკოსები გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებს არ ენდობიან, ბევრი მათგანი კი ძიებას კვლავაც აგრძელებს.

ასევე ნახეთ:

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2026). FBI-მ თოვლის კაცზე ოფიციალური ფაილები გამოაქვეყნა. 31 ივლისი, 2026. https://sheniganatleba.ge/fbi-მ-თოვლის-კაცზე-ოფიციალურ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. FBI-მ თოვლის კაცზე ოფიციალური ფაილები გამოაქვეყნა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 24]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/fbi-%e1%83%9b-%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0/
sheniganatleba.ge
READ  მარტივი ამოცანა, რომლის ამოხსნაც ბევრს უჭირს - რა თანმიმდევრობით უნდა შესრულდეს გამრავლდება და გაყოფა?
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network