პარასკევი, დეკემბერი 26, 2025
spot_img
მთავარიგანათლებარა უნდა იცოდეთ თუ ყველს მაცივარში ინახავთ

რა უნდა იცოდეთ თუ ყველს მაცივარში ინახავთ

ათასწლეულების განმავლობაში ადამიანები ყველს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ, თუმცა მას ხშირად არასწორად ინახავენ – შედეგად კი პროდუქტი შრება ან ფუჭდება. The Takeout-ს ამ თემაზე სერტიფიცირებული ყველის ექსპერტი, მოლი ბრაუნი ესაუბრა, რომლის თქმითაც, ყველის შენახვის მთავარი გასაღები ჰაერის ნაკადის სწორად მართვაა.

ყველაზე ხშირი შეცდომები ყველის შენახვაში

1. მაცივარში დაუფარავად შენახვა

ექსპერტი გვირჩევს, ყველი ყოველთვის იყოს შეფუთული. საუკეთესოა სპეციალური ყველის შესაფუთი ფირი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველს “ისუნთქოს” და იცავს გამოშრობისგან.

თუ ეს ფირი არ გაქვთ, გამოიყენეთ პერგამენტის ქაღალდი + პლასტმასის პარკი/კონტეინერი, რათა მიკროკლიმატი შეიქმნას.

გარდა ამისა, ყველი უმჯობესია, მაცივრის ბოსტნეულის ან ყველის უჯრაში შეინახოთ – აქ ტემპერატურა და ტენიანობა უფრო სტაბილურია და პროდუქტი არ შთანთქავს სხვა საკვების სუნს.

2. არასწორი ტემპერატურა

საუკეთესო ტემპერატურაა 1–4°C. ყველის გაყინვა არ არის რეკომენდებული, რადგან მისი ტექსტურა და არომატი იცვლება.

თუ სპეციალური უჯრა არ გაქვთ, შეინახეთ ყველი კარიდან შორს, რათა ტემპერატურის ხშირი რყევები არ იყოს.

3. ყველის ტიპის იგნორირება

მყარ ყველებს (პარმეზანი და სხვ.) დაბალი ტენიანობის გამო 6 კვირამდე შეინახავთ. მათთვის იდეალურია ყველის ქაღალდი, თუმცა პლასტიკური შეფუთვაც გამოდგება.

ნახევრად მაგარი ყველები დაახლოებით 1 თვემდე ინახება. ქერქიანზე უმჯობესია ქაღალდი, ქერქის გარეშე ვარიანტებისთვის – პლასტმასის შეფუთვა.

ასევე ნახეთ:

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ჰაჯი მექაში: ექვსი მიზეზი, რატომაც წელს ამდენი პილიგრიმი დაიღუპა
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი