“მოპარული ბავშვები” – საქართველოში მომხდარი ამბები, რომელმაც ევროპა შოკში ჩააგდო

“მოპარული ბავშვები” – საქართველოში მომხდარი ამბები, რომელმაც ევროპა შოკში ჩააგდო | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

5 დეკემბერს, ვარშავაში ფილმის – “მოპარული ბავშვების” წინა საპრემიერო ჩვენება შედგა. დოკუმენტური ფილმის, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდის საქართველოში, ახალშობილ ბავშვთა ტრეფიკინგის თემაზეა და ის Warner Brothers-მა გადაიღო.

ფილმი გამომძიებელი ჟურნალისტის, თამუნა მუსერიძის (არასამთავრობო ორგანიზაცია – “ვეძებ”) მიერ ჩატარებულ კვლევებსა და მის მიერ ნაპოვნ რეალურ გმირებს ეფუძნება.

ვარაუდობენ, რომ ამ გზით 100 ათასი ბავშვი იქნა მოპარული და გასხვისებული.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

როგორც Warner Brothers-ი წერს, ამ ისტორიამ ევროპა შოკში ჩააგდო.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

დოკუმენტურ ფილმს პოლონელი რეჟისორები ჰყავს – Martyna Wojciechowska და Jowita Baraniechk-ი. სურათის მსოფლიო პრემიერა კი 12 დეკემბერს – ამერიკულ საკაბელო სატელევიზიო არხების ქსელზე – HBO Max-ზე იქნება.

როგორც თამუნა მუსერიძე “ზმნასთან” ინტერვიუში ამბობს, წინასაპრემიერო ჩვენებამ დიდი ემოციების ფონზე ჩაიარა, მაყურებელი ტიროდა და დაუჯერებელი რეაქციები ჰქონდათ…

ვიდეო ბმული

თამუნა მუსერიძე: არ ვიცი, რა სიტყვებით უნდა ავხსნა. წარმოუდგენელი ამბავი ტრიალებს ჩემს თავს. ბილეთები რამდენიმე საათით ადრე აღარ იყო. მაყურებელი ტიროდა…

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტური ფილმია, იმდენად ემოციური, ჩამთრევი და გამოძიებული დეტალებითაა გაჯერებული, რომ ვერ მოწყდებით. ძალიან საინტერესო დეტალებია ფილმში. რეჟისორებმა იპოვეს ადამიანი, რომელიც ბავშთა სახლში მუშაობდა და დეტალურად ჰყვება, როგორ ხდებოდა ბავშვთა გაყიდვა; იპოვეს სამშობიაროს თანამშრომლები, რომლებიც აქამდე არ ლაპარაკობდნენ ამ თემაზე, მაგრამ რეჟისორებმა მოახერხეს და ჩაწერეს. იპოვეს იურისტები, ისტორიკოსები… ძალიან მნიშვნელოვანი ფილმია ქალისთვის, რომელიც შვილს ეძებს და ვერ ამტკიცებს, რომ ბავშვი მოპარეს.

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

ფილმში გორელი ქალების ისტორიაა ისეთი ემოციური, რომ მთელი დარბაზი ტიროდა ამ ქალების საცოდაობით.

სანდრო, თეატრის პრემიერის გამო, ერთი დღით გვიან ჩამოვიდა ვარშავაში. ფილმის დაწყებამდე ვაფრთხილებდი, არ იტირო-მეთქი. მე ხომ ყველაფერი ვიცოდი, ჩემი ისტორიაა, მაგრამ რომ ვხედავდი, ემოციებს ვერ თოკავდნენ…

ასევე ნახეთ:

- Advertisement -
sheniekimi.gesheniekimi.ge

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ

READ  მირანდას ამბავი - ვიდეოისტორიები ქალებზე და ქალებისთვის

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
სტატიის ციტირება · HOW TO CITE

შენი განათლება. (2025). “მოპარული ბავშვები” – საქართველოში მომხდარი ამბები, რომელმაც ევროპა შოკში ჩააგდო. 6 დეკემბერი, 2025. https://sheniganatleba.ge/მოპარული-ბავშვები-საქარ/

© 2025 შენი განათლება  ·  Public Health Institute of Georgia (PHIG)  ·  კონფიდენციალობა  ·  Cookie
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2025). “მოპარული ბავშვები” – საქართველოში მომხდარი ამბები, რომელმაც ევროპა შოკში ჩააგდო. 6 დეკემბერი, 2025. https://sheniganatleba.ge/მოპარული-ბავშვები-საქარ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. “მოპარული ბავშვები” – საქართველოში მომხდარი ამბები, რომელმაც ევროპა შოკში ჩააგდო [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network