„სამაგისტრო პროგრამებზე ევროპის 5-მა უნივერსიტეტმა მიიღო“ – გაიცანით კიდევ ერთი წარმატებული ქართველი სტუდენტი

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ირაკლი მაჩაიძე

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტი, ირაკლი მაჩაიძე სწავლას ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (Central European University – CEU) საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.

ქართველი სტუდენტის წარმატების შესახებ ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს და წერს, რომ ირაკლი მაჩაიძემ უნივერსიტეტისგან 2-წლიან პროგრამაზე სწავლის სრული დაფინანსება და ყოველთვიური სტიპენდია მიიღო.

„მისი სწავლისა და კვლევის მიმართულება საერთაშორისო უსაფრთხოება და კონფლიქტები იქნება.

ირაკლი სამაგისტრო პროგრამებზე ევროპის 5-მა უნივერსიტეტმა მიიღო.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU) მის მიერ შერჩეული პროგრამა პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ავსტრიაში ყველაზე რეიტინგულია, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.

ირაკლი თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ევრო-ატლანტიკური მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტია“, – წერია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

#drpkhakadze  #sheniganatleba

READ  „ჩემ უკან დგას ძალიან დიდი და თამამად შემიძლია ვთქვა, ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტი მსოფლიოში, რომელსაც ჰარვარდი ჰქვია და მე მადლიერი ვარ უფლის, რომ ამისრულა ეს უდიდესი ოცნება“ - ჯაბა ქარსელაძე
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის