უიშვიათესი ვიდეო – ვენერას ზედაპირის აქამდე უცნობი კადრები გადაიღეს

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

შეიძლება ითქვას, რომ ვენერა დედამიწის ტყუპისცალია. ზომით, შემადგენლობითა და სიმკვრივით ძლიერ ჰგავს ჩვენს პლანეტას, მაგრამ… როდესაც საქმე სიცოცხლისთვის ხელსაყრელობას ეხება, უფრო მეტად განსხვავებული სხვა რამ არც შეიძლება იყოს.

გახვეულია სქელ, ტოქსიკურ, მჟავა ღრუბლებში და მისი ზედაპირი ზედმეტად სასტიკია არა მხოლოდ სიცოცხლისთვის.

სათბურის ეფექტის წყალობით, რომელშიც ეს ღრუბლები მზის სითბოს იჭერენ და უკან, კოსმოსში გასვლის საშუალებას არ აძლევენ, ვენერას ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 464 გრადუსი ცელსიუსია. არ უნდა დაგვავიწყდეს ატმოსფერული წნევაც, რომელიც დედამიწისაზე თითქმის 100-ჯერ მაღალია.

მეცნიერები ცდილობდნენ შეექმნათ ზონდი, რომელიც ამ ძლიერ არასტუმართმოყვარე გარემოში გადარჩებოდა, მაგრამ გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ვენერას ზედაპირიდან მონაცემები დღემდე არ გვაქვს. 1961-1984 წლებში, საბჭოთა კოსმოსურმა პროგრამამ დედამიწის ამ მეზობელ პლანეტაზე ზონდების მთელი სერია გაუშვა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ასევე ნახეთ:

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
READ  ტესლა აინშტაინის წინააღმდეგ და მისი „სიკვდილის სხივები“ საბჭოთა მთავრობას
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის