პარასკევი, დეკემბერი 26, 2025
spot_img
მთავარიინტერვიუ"სულ ვნანობ, რომ სიკვდილის წინ ვნახე. იმ კადრს ვერ ვივიწყებ!" - ეკა...

“სულ ვნანობ, რომ სიკვდილის წინ ვნახე. იმ კადრს ვერ ვივიწყებ!” – ეკა ჩხეიძის ემოციური ინტერვიუ მამაზე

18 ნოემბერი, თემურ ჩხეიძის გარეშე, მეოთხედ მოვიდა… მაესტრო 82 წლის გახდებოდა.

ადრე წავიდა… ჯერ ისევ შემოქმედებითად აქტიურ პერიოდში.

მუდმივად ჰქონია იმის განცდა, რომ რაღაცას ვერ მოასწრებდა. ყოველი ფუჭად დაკარგული დრო ენანებოდა; ვაითუ, თუ ვერ შევძლო, ვერ მოვასწროო…

თავისი სიმშვიდითა და განსხვავებული შინაგანი კულტურით, თითქმის, არავის ჰგავდა, არც ერთ თავის კოლეგას.

“ამაშია საქმე” – ეტყოდა ახალგაზრდებს და ჭეშმარიტების ძიებაში ყველას ისე უკვალავდა ბილიკებს, რომ ეგონათ, თავისით მივიდნენ სინამდვილემდე.

მაესტროს სახასიათო ტემბრის დავიწყება შეუძლებელია. მისი შემოქმედება – უკვდავი.

სხვა არც ერთ რეჟისორს არ შემოუთავაზებია ჩემთვის გენერალურ რეპეტიციაზე დასწრება. მან დამასწრო “გრონჰოლმის მეთოდს”… ეს იყო პროფესიონალიზმის მასტერკლასი. ასეთი ფსიქოლოგიური სპექტაკლი, რომელიც ორ საათისა და ოცი წუთის მანძილზე მოდუნების საშუალებას არ გაძლევს, ძნელია მეორე გაიხსენო.

ზმნა.ჯი ეკა ჩხეიძის ინტერვიუს გთავაზობთ, ემოციურს და იშვიათს…

ეკა ჩხეიძე: – რაც მამა გარდაიცვალა, მას შემდეგ სულ ვნანობ იმას, რომ სიკვდილის წინ ვნახე. ასეთი რამ დამემართა კოტე მახარაძეზე. ინსულტი რომ გადაიტანა, კლინიკაში მივედი და ვნახე. ეტლში იჯდა და სახე ჰქონდა მოქცეული. ის კოტე აღარ იყო. ვინანე, რომ ვნახე. არ მინდოდა ასეთ დღეში მენახა. ის არ იყო ღვიძლი ბაბუა, მაგრამ ძალიან მიყვარდა. თბილ ადამიანად მახსოვს. ეს უარყოფითი ემოცია გამყვა დიდხანს.

თემურმა გულის ოპერაცია გაიკეთა. აორტაზე ჰქონდა პრობლემა. რეანიმაციაში რომ იყო, ოჯახის წევრები შედიოდნენ სანახავად. მე არ შევდიოდი. მეუბნებოდნენ, შედი, ნახე, გვცნობსო… მიმიკებით ხვდებოდნენ, თორემ არ საუბრობდა. მერე მეორე ოპერაცია დასჭირდა. სანამ სხვა კლინიკაში გადაიყვანდნენ, ავდექი და შევედი… ნეტავ, არ მენახა. ძალიან ცუდად მახსენდება. … სრულად

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  "ძალიან პატარა მიმიყვანეს ბავშვთა სახლში და 12 წელი არავის მოუკითხავს... 6 წელი ვაგროვებდი ბინისთვის ფულს" - როგორ გახდა ბავშვთა სახლში გაზრდილი მარინე ფუტკარაძე მსოფლიოს 18-გზის ჩემპიონი
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი