კვირა, მაისი 24, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებაროგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს სკოლის შეცვლა სჭირდება - რა ნიშნებს უნდა მიაქციოს...

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს სკოლის შეცვლა სჭირდება – რა ნიშნებს უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა

ბავშვისთვის სკოლის  შერჩევა მშობლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა.  ფსიქოლოგების თქმით, სწორი სასწავლო გარემო არა მხოლოდ აკადემიურ შედეგებზე, არამედ მოზარდის ემოციურ კეთილდღეობასა და პიროვნულ განვითარებაზეც ახდენს გავლენას.

საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, სპეციალისტებმა გამოჰყვეს რამდენიმე ნიშანი, რომელიც მშობლებს დაეხმარებათ მიხვდნენ, რამდენად არის თანხვედრაში აკადემიური გარემო ბავშვის საჭიროებებთან და როდის უნდა მიმართონ შესაბამის ზომებს.

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, პირველ რიგში, მშობლები სასწავლო გარემოსადმი მოზარდის დამოკიდებულებებს უნდა დააკვირდნენ. მაგალითად: თუ არასრულწლოვანი სკოლის ამბებს ხშირად ჰყვება,  აკვირდება იმას, თუ ვინ როგორი ინტერესით ეკიდება პრეზენტაციებს, ასევე დიდ დროს უთმობს სკოლისთვის მომზადებას – ეს ნიშნავს იმას, რომ სასწავლო გარემო მისთვის  მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილების ნაწილია და მასში თავის რეალიზებას სრულად ახერხებს. ამის საპირირისპიროდ, თუ კითხვაზე „რა ხდება სკოლაში“ – თქვენი შვილის პასუხები მუდმივად ერთფეროვანია – „არაფერი განსაკუთრებული“, „არ მახსოვს“ და ა.შ. ეს შეიძლება პირველი ნიშანი იყოს იმის, რომ  სკოლა მოზარდის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს.

სპეციალისტების თქმით, თუ ბავშვს საშინაო დავალებების შესრულების დროს შეცდომების დაშვების ეშინია და იმეორებს ფრაზას  – „მასწავლებელი მეჩხუბება სწორად თუ არ დავწერ“ – ეს ხშირად  ემოციურ დისტანცირებასა და პედაგოგების მხრიდან არასწორ მიდგომაზე მიუთითებს.  სწავლის პროცესის მიმდინარეობისას ბავშვს უნდა ჰქონდეს შეცდომების დაშვების საშუალება, რათა შემდგომში უკეთ მიხვდეს, თავიდან გადაიკითხოს მასალა – ყველა ადამიანს სწავლის ინდივიდუალური ტემპი აქვს და ამას სკოლამ პატივი უნდა სცეს.

კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ბავშვი თავს სკოლაში კარგად არ გრძნობს – ახალი, მავნე ჩვევების გაჩენაა. ეს შეიძლება იყოს ფრჩხილების კვნეტა, ღამის კოშმარები, საუბრის დროს უეცარი გაჩუმება  ან რაიმე ისეთი, რაც მას ადრე არ ახასიათებდა. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, მსგავსი ქმედებები ემოციურ სტრესზე მიუთითებს.
ასევე, თუ სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ოთახში მარტო ყოფნას ითხოვს, ნაკლებად ეკონტაქტება ოჯახის წევრებს, ხშირად ადარებს საკუთარ თავს სხვებს, ამბობს – „ის ჩემზე უკეთ სწავლობს, მე არაფერი გამომდის“.

READ  როგორ შეგიძლიათ სხვა უნივერსიტეტში ან პროგრამაზე გადასვლა, თუ სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდებით

სკოლასთან დაკავშირებული ნივთების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება – მაგალითად არ უვლის ჩანთას ან  წიგნებს, შესაძლოა, ნიშნავდეს იმას, რომ ბავშვი სასწავლო გარემოში თავს ცუდად გრძნობს.
ფსიქოლოგების თქმით,  იმისთვის, რომ გაიგოთ  რამდენად კომფორტულად გრძნობს ბავშვი სასწავლო გარემოში თავს, შეგიძლიათ პერიოდულად,  სრულიად ბუნებრივად ჰკითხოთ – „როგორი იქნებოდა, რომ სხვა სკოლაში გევლო? იქ უფრო კარგი იქნებოდა, თუ ეს სკოლა ჯობს?“ – შემდეგ კი მის რეაქციას დააკვირდეთ.  დაუფიქრებელი აღტაცება ან შვებით ამოსუნთქვა მიუთითებს, რომ მისთვის მოქმედი სასწავლო გარემო სტრესთან ასოცირდება და ამას  შინაგანად დიდი ხანია განიცდის.

ასევე ნახეთ:

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.