პარასკევი, დეკემბერი 26, 2025
spot_img
მთავარიინტერვიუდედამ 24 წლის ასაკში თავი მოიკლა...“ - დაკარგული დების ტრაგიკული ისტორია და...

დედამ 24 წლის ასაკში თავი მოიკლა…“ – დაკარგული დების ტრაგიკული ისტორია და მამის სისასტიკე, რომელმაც ბავშვები გააშვილა

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის პოდ­კას­ტივე­ძებმო­რიგ მძი­მე და ემო­ცი­ურ ის­ტო­რი­ას გვი­ზი­ა­რებს. ამ­ჯე­რად გა­და­ცე­მის სტუ­მა­რი ნინო წყა­ლო­ბა­ძეა, გო­გო­ნა, რო­მელ­მაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იცო­და სა­კუ­თა­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა, სა­ბო­ლო­ოდ კი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მას არა მხო­ლოდ ბი­ო­ლო­გი­უ­რი და, არა­მედ საკ­მა­ოდ ტრა­გი­კუ­ლი სა­ო­ჯა­ხო ის­ტო­რია აქვს, სა­დაც კი­თხვე­ბი ჯერ კი­დევ პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია.

ნი­ნოს ის­ტო­რია ჰგავს დე­ტექ­ტი­ურ დრა­მას, სა­დაც არის თვით­მკვლე­ლო­ბა, გაშ­ვი­ლე­ბა, სიც­რუე და მამა, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი ორ­ჯერ მი­ა­ტო­ვა.

ზვა­ვის დროს და­ღუ­პუ­ლი მშობ­ლე­ბი“ – ტყუ­ი­ლი, რომ­ლი­თაც ნინო გა­ი­ზარ­და

რო­გორც ნინო იხ­სე­ნებს, პირ­ვე­ლად გაშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ამ­ბა­ვი ამ­ყვან­მა დე­დამ ხუთი წლის ასაკ­ში უთხრა. პა­ტა­რა ბავ­შვმა ეს ყვე­ლა­ფე­რი ზღაპ­რად მი­ი­ღო.

პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ამას აღ­ვიქ­ვამ­დი რო­გორც ზღა­პარს იმ პე­რი­ოდ­ში. მახ­სოვს ის ფაქ­ტე­ბი, რომ ძა­ლი­ან ხში­რად ვე­უბ­ნე­ბო­დიკი­დევ მო­მი­ყე­ვი, კი­დევ მო­მი­ყე­ვიმიყ­ვე­ბო­და ასე, რომ ორი­ვე მშო­ბე­ლი და­ი­ღუ­პა ზვა­ვის დროს და დავ­რჩი მარ­ტო, ბე­ბი­ამ ვერ გამ­ზარ­და და მო­უ­წია გაშ­ვი­ლე­ბა. ეს იყო სულ მთე­ლი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ალ­ბათ და­ვი­ჯე­რე… და მინ­დო­და ალ­ბათ, ასე ყო­ფი­ლი­ყო.

მიშ­ვი­ლეს, ორი წლის ასაკ­ში, ეს კი მი­თხრეს, მაგ­რამ სა­ი­დან, რო­გორ, რა­ნა­ი­რად – არა. სა­მო­მავ­ლოდ მერე ალ­ბათ იფიქ­რეს კი­დეც და შიში გა­უჩ­ნდათ იმის, რომ არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი სად­მეამის­თვის სა­ჭი­რო იყო, რომ არა­ფე­რი აღარ ეთ­ქვათ. სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მაგ­რამ კი­თხვა ჩემი მხრი­დან არა­სო­დეს და­მის­ვამს, რომ ვინ ვარ, სა­ი­დან ვარ და რა­ტომ მოვ­ხვდი აქ. არა­ფე­რი არ ვი­ცო­დი. ჩემი მთე­ლი ბავ­შვო­ბა ვფიქ­რობ­დი იმა­ზე, რომ მცოდ­ნო­და ვინ ვი­ყა­ვი. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო“.

პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სი­მარ­თლის­კენ

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ში­ნა­გა­ნად ძი­ე­ბა არას­დროს შე­უ­წყვე­ტია, ნი­ნომ რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა მხო­ლოდ 30 წლის ასაკ­ში სცა­და. დე­ი­დას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ჰკი­თხა წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა პა­სუ­ხი მწი­რე იყო.

ერ­თა­დერ­თი ის მი­თხრა, რომ „მე არა­ფე­რი არ მა­ინ­ტე­რე­სებს, მე არ ვიცი არა­ფე­რი“ და მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი მი­თხრა, ვინც ამა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ვინც და­ეხ­მა­რა დე­და­ჩემს ჩემს შვი­ლე­ბა­ში. მა­გის მერე მი­ვა­კი­თხე იმ ადა­მი­ანს. გარ­დაც­ვლი­ლი იყო უკვე იმ პე­რი­ოდ­ში და მის შვილს, რო­მელ­საც ჩემი თავი მო­ა­ნათ­ვლი­ნეს (ნათ­ლია ჩე­მია), ბევ­რი ვე­რა­ფე­რი მი­თხრა. ერ­თა­დერ­თი ის მი­თხრა, რომ: „მა­მა­ჩე­მი იმ­დე­ნად მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი იყო, რომ დედ­მა­მიშ­ვი­ლი რომ გყო­ლო­და, თქვენ თა­ვებს არ და­ა­შო­რებ­დაო“. პირ­ვე­ლი კი­თხვა სწო­რედ ეს მქონ­დამყავ­და თუ არა დედ­მა­მიშ­ვი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ნათ­ლი­ის ნათ­ქვა­მი სი­მარ­თლე არ აღ­მოჩ­ნდა“.

READ  „ტანსაცმლის გადაყრა არ არის საჭირო, ჩააწყვეთ ცელოფანში და გაყინეთ“ - ექიმი, მუნთან კონტაქტისას დეზინფექციის და უსაფრთხოების ზომებს განმარტავს

წლე­ბის შემ­დეგ, მე­გობ­რის რჩე­ვით, ნინო გა­წევ­რი­ან­და ჯგუფ­შივე­ძებ“. თუმ­ცა, რო­გორც ბევ­რი ნაშ­ვი­ლე­ბი ბავ­შვი, ისიც თავ­და­პირ­ვე­ლად უარ­ყო­ფის ეტაპს გა­დი­ო­და.

გავ­წევ­რი­ან­დი, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს, რომ ვი­ღა­ცა ნაშ­ვი­ლებ­მა ბავ­შვმა თქვას, რომ „მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს“. გა­მო­რი­ცხუ­ლია! ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს. თუ ამ­ბო­ბენ, რომ არ აინ­ტე­რე­სებთგულ­ში მა­ინც სხვა ხდე­ბა. ამას უბ­რა­ლოდ ვერ ვამ­ბობთ.

ჩემს შემ­თხვე­ვა­ში თით­ქოს და­ვი­ჯე­რე, რომ მარ­ტო ვი­ყა­ვი და თით­ქოს ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იყო, იმი­ტომ რომ მარ­ტო ვარ, არა­ვინ მე­ძებს, არა­ვინ მყავს და ვი­ად­ვი­ლებ­დი ცხოვ­რე­ბას. მაგ­რამ ყო­ველ­თვის რა­ღა­ცა მაწ­ვა­ლებ­და. ანუ, ერთს ვი­ტყვი, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 22-24 წლამ­დე არ­ცერთ სა­ღა­მოს ჩემ­თვის არ გა­უვ­ლია, რომ მე არ მე­ტი­როს. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი, ოღონდ მხო­ლოდ ჩემ­თან ხდე­ბო­და ეს. მე ამას ვე­რა­ვის­თან ვამ­ბობ­დი, ვე­რა­ვის გულს ვერ ვუშ­ლი­დი და ძა­ლი­ან მი­ჭირ­და“.

დნმ ტეს­ტი და სა­ბე­დის­წე­რო 1 იან­ვა­რი

გააგრძელეთ კითხვა

ასევე ნახეთ:

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი