პარასკევი, დეკემბერი 26, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაგანათლების და ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია

განათლების და ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ხარჯთეფექტურობის რეიტინგს აქვეყნებს.

ინდიკატორის მეთოდოლოგია აფასებს ქვეყნის ხარჯების ეფექტურობას სახელმწიფო ხარჯების სოციალურ შედეგებთან შედარებით ორ ძირითად სფეროზე: ჯანდაცვა და განათლება.

ჯანდაცვის სფეროსთვის, შემავალი ცვლადია ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯები (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით [PPP]), ხოლო გამომავალი ცვლადებია სიცოცხლის ხანგრძლივობა (50% წონა) და სიცოცხლის გადარჩენის მაჩვენებელი (50%
წონა).

განათლების სფეროში, შემავალი ცვლადია ერთ სულ მოსახლეზე განათლების სახელმწიფო ხარჯები (მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით PPP), ხოლო გამომავალი ცვლადები მოიცავს ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) ინტეგრირებულ განათლების ინდექსს (50% წონა), ახალგაზრდების წიგნიერების მაჩვენებელს (25% წონა) და იმ ახალგაზრდების პროპორციას, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი ან არ არიან გადამზადებულნი (NEET) (25% წონა).

გლობალურ გამოკვლევაში საქართველომ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოში 36-ე პოზიციაზე მოხვდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-14 ადგილზე გამწესდა.

საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 25 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, კანადა, შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ლუქსემბურგი, უნგრეთი, პორტუგალია, ბელგია, დანია, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.

ინდიკატორი ეფუძნება გაეროს, მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სავალუტო ფონდის თემატურ კვლევებს.

ასევე ნახეთ:

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „100 კაციდან ორი კვდება”- გიორგი ფხაკაძე საგანგაშო მიმართვას ავრცელებს
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი