„მე ცხოვრებაში პირველად ვერ გამოვაცხვე 17 ლობიანი, რომელსაც ყოველ წელს მოხუცებს ვურიგებდი ქუჩაში…“ – ემოციური პოსტი

Georgian update logo: white 'ag60' icon inside a rounded white square on an orange background, with the Georgian word 'განახლება' beneath.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
დღეს ბარბარობაა. მე ლობიანი ვერ გამოვაცხვე. იმიტომ რომ დამავიწყდა. ვიცოდი რომ ბარბარობა იყო, მაგრამ მაინც დამავიწყდა…
❌ მე ცხოვრებაში პირველად ვერ გამოვაცხვე 17 ლობიანი, რომელსაც ყოველ წელს მოხუცებს ვურიგებდი ქუჩაში…
🤯 მე დემენცია მაქვს და როგორც ექიმმა მითხრა, აწი უფრო ხშირად დამავიწყდება რაღაცეები.
✊ მე ფარ-ხმალს არ ვყრი. სულაც არ მაშინებს ეს. მე ვწერ ყველგან… სადაც კალამს დავინახავ. სადაც ფანქარს დავინახავ – ვდილობ ყოველი მომენტი და დრო მოვინიშნო. მერე სადღაც ან მე წავიკითხავ ან სხვა და მიხვდება რომ მე იმ დროს კარგად ვიყავი…
🫓 დღეს ბარბარობაა… და მე წუხელ დამავიწყდა, რომ დღეს ბარბარობა იყო…
✅ მაგრამ მე სამსახურში წავედი… სადაც არაფერი მავიწყდება
🥳და სანამ ერთი დეტალი მაინც გვახსოვს- დემენცია ვერ მოგვერევა…
წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება. ბარბარობის დღესასწაულზე ტაძრებში საზიარებლად განსაკუთრებით ბევრი პატარა მიყავთ.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში საღმრთო ლიტურგია ჩატარდება.
ამ დღეს ლობიანს აცხობენ – არაფერ კავშირში არაა ეკლესიასთან ლობიანი. უბრალოდ ამ დღეს მარხვაა და ამიტომ მორწუმეებს უნდოდათ რამე განსაკუთრებული სიმბოლო ყოფილიყო სუფრაზე და ასე გახდა ლობიანი მთავარი კერძი…
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.


გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის