არსებობს წამლები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და ძალიან ხშირად ვიყენებთ მათ ნუროფენი და პარაცეტამოლი ყველაზე გავრცელებული სიცხის დამწევი წამლებია. რა თქმა უნდა, არსებობს წამლები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და ძალიან ხშირად ვიყენებთ მათ. მაგალითად, სიცხის დამწევი პრეპარატები. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვიყენებთ და მათი მოქმედებისა და მიღების წესის შესახებ თითქოს ყველაფერი ვიცით, ბევრი ნიუანსია, რაც მშობელმა კარგად უნდა იცოდეს.
“სახალხო აფთიაქის” ფარმაცევტი, ნანა ხურციძე, შეეცდება კარგად გაგარკვიოთ სიცხის დამწევ პრეპარატებში.
– ვიცით, რომ სიცხის დამწევი არაერთი პრეპარატი არსებობს. მაგალითად, პარაცეტამოლი და ნუროფენია. თითქოს ორივეს ერთი დანიშნულება აქვს, სინამდვილეში რა სხვაობაა მათ შორის?
– პარაცეტამოლი და იბუპროფენი (ნუროფენის ძირითადი მოქმედი ნივთიერება) – ყველაზე პოპულარული სიცხის დამწევი საშუალებებია ბავშვებში. ისინი გამოდის ტაბლეტების, სიროფის და სანთლების სახით. უნდა იცოდეთ, რომ ამ რიგის პრეპარატებს გარდა სიცხის დამწევი მოქმედებისა, ახასიათებთ ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
თუ სიცხის დროს ბავშვს ტკივილიც აწუხებს (მაგალითად ყურის), გაითვალისწინეთ, რომ იბუპროფენი ტკივილს უკეთ აყუჩებს. პარაცეტამოლის მოქმედების ხანგრძლივობა ექვსი საათია, იბუპროფენის კი – რვა საათი.
– სიცხის დამწევების დოზაში მშობლები დიდად ვერ ერკვევიან. 38,5-ზე და 40-ზე თითქმის ერთ დოზას ასმევენ, რადგან იციან, რომ ამ ასაკს ეს დოზა სჭირდება. სინამდვილეში როგორ განისაზღვრება სიცხის დამწევის დოზა? ასაკის მიხედვით, წონის მიხედვით თუ ტემპერატურის მიხედვით? მითუმეტეს, რომ ანოტაციებში მითითებულ დოზა თითქმის არასოდეს არის საკმარისი
– ამ კითხვაზე პასუხი ყველა მშობელმა უნდა იცოდეს. პარაცეტამოლის და იბუპროფენის დოზა განისაზღვრება ბავშვის სხეულის მასის და ასაკის მიხედვით. მაგალითად, ანოტაციაში 3-6 წელზე მითითებულია 15-21 კგ და ერთჯერადი რეკომენდებული დოზაა 240 მგ.
როდის არ არის წამალი საკმარისი? თუ თქვენი ბავშვი 6 წლისაა და 24 კგ-ს იწონის და თქვენ ერთჯერზე 240მგ-ს ასმევთ, შეიძლება ეფექტი ვერ მიიღოთ. უნდა შეურჩიოთ დოზა. რაც ამ წონას შეესაბამება.
გარდა ამისა, სასურველია ამ წამლების სიროპის სახით მიღება, რადგან დოზის დაცვა ბევრად ადვილია. თითქმის ყველა სიროპს მოყვება საზომი კოვზი და დეტალური ინსტრუქცია… სრულად


