ხუთშაბათი, იანვარი 1, 2026
spot_img
მთავარიგანათლებარომელი პროდუქტები იწვევს შებერილობას და როგორ ავიცილოთ თავიდან

რომელი პროდუქტები იწვევს შებერილობას და როგორ ავიცილოთ თავიდან

პროფესორი გიორგი ფხაკაძე საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც მუცლის შებერილობაზე საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

„მუცლის შებერილობა ბევრ ადამიანს აწუხებს და ხშირად დისკომფორტს იწვევს. ეს პრობლემა შეიძლება გამოწვეული იყოს ყოველდღიურად მოხმარებული ზოგიერთი პროდუქტით, რომლებიც აირების დაგროვებას უწყობს ხელს.
პროდუქტები, რომლებიც მუცლის შებერილობას იწვევს:
• ხახვი და ნიორი: მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მცირე რაოდენობით გამოიყენება კერძებში, ისინი შებერილობის გამომწვევი შეიძლება გახდეს.
• ლობიო: ცნობილია, რომ ლობიო შებერილობის ტიპური გამომწვევია.
• საზამთრო და ატამი: ამ ხილებში შემავალი შაქრები შეიძლება აირების წარმოქმნას უწყობდეს ხელს.
• სოსისი: დამუშავებული ხორცპროდუქტები, როგორიცაა სოსისი, შებერილობას უკავშირდება.
• პური: მნიშვნელობა არ აქვს, თეთრია თუ შავი – პური შებერილობას უკავშირდება.
• ვაშლი და სოკო: ამ პროდუქტების მიღებამაც შეიძლება შებერილობა გამოიწვიოს.
• იოგურტი, თაფლი, ავოკადო, ნაყინი: ამ პროდუქტების ყოველდღიურობაში ნაკლებად მიღება შებერილობის ხარისხს შეამცირებს.

პროდუქტები, რომლებიც არ იწვევს მუცლის შებერილობას:
• ბულგარული წიწაკა, კიტრი, პომიდორი: ეს ბოსტნეული შებერილობას არ იწვევს.
• ფორთოხალი: ამ ხილის მიღება შებერილობას არ იწვევს.
• ხორცი (სოსისის გარდა), თევზი, ქათამი: ცილოვანი პროდუქტები, რომლებიც შებერილობას ნაკლებად იწვევს.
• კვერცხი: შებერილობას არ იწვევს.
• ულაქტოზო რძე: თუ რძის მიღება გსურთ, ულაქტოზო რძე აირჩიეთ.
• ბრინჯი: ნაკლებად ასოცირდება შებერილობასთან.
• ბადრიჯანი, სტაფილო: ეს ბოსტნეული შებერილობას არ იწვევს.
• ანანასი, მარწყვი, კივი: ამ ხილის მიღება შებერილობას არ იწვევს.
• კარაქი, შავი შოკოლადი: შებერილობას არ იწვევს.
რეკომენდაციები მუცლის შებერილობის თავიდან ასაცილებლად:• გაზიანი სასმელების შეზღუდვა: ლუდი, ბურახი და სხვა გაზიანი სასმელები შებერილობის გამომწვევია.• საკვების ნელა მიღება: სწრაფი ჭამა ჰაერის ჩაყლაპვას უწყობს ხელს, რაც შებერილობას იწვევს.• სტრესის მართვა: სტრესი საჭმლის მონელებაზე მოქმედებს და შებერილობას აძლიერებს.• ფიზიკური აქტივობა: მოძრაობა საჭმლის მონელებას უწყობს ხელს და აირების დაგროვებას ამცირებს”,- წერს გიორგი ფხაკაძე.

READ  ქვეყანა, სადაც არც უმუშევრები არიან, არც ღარიბები და არც უსახლკაროები- როგორ ცხოვრობენ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიადარი ქვეყნის მოქალაქეები

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი