რა ეღირება ID ბარათის აღება და ვინ ისარგებლებს შეღავათებით

რა ეღირება ID ბარათის აღება და ვინ ისარგებლებს შეღავათებით | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქვეყნებს.

მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს, დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული.

აღსანიშნავია, რომ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის საფასური იგივე რჩება, ხოლო ვადიანი მოწმობების მფლობელები ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

განახლებული პირადობის ელექტრონული მოწმობა შეიცავს მფლობელის თითის ანაბეჭდებს. მასზე ასევე განთავსებულია QR კოდი, რომლის დასკანერებისას შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მიღება: დოკუმენტის ნომრისა და სტატუსის, პირის რეგისტრაციის მისამართის, ასევე, დოკუმენტის მფლობელის მოთხოვნით – სტუდენტის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

დაინტერესებულ პირებს ახალ ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში, ასევე, დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით: https://sda.gov.ge/

პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები – სრულად, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001–ს ;

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – სრულად;საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები – სრულად;

პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით – სრულად;

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით.

პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში თავისუფლდებიან განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან – 10 ლარით, ხელმეორედ – 6 ლარით, ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;

სტუდენტები, სტუდენტური მონაცემით პირადობის ელექტრონული მოწმობის განმეორებით მიღების დროს – 10%-ით;

- Advertisement -
sheniekimi.gesheniekimi.ge

პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს პირადობის მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით, დაწესებული მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან 50%-ით.

პირადობის მოწმობის გაცემის ვადა და ღირებულება

READ  საღამოს მიმოხილვა: დღის 5 მთავარი ამბავი განათლებაში — 19 აგვისტო

მე–10 სამუშაო დღეს – 60 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 80 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 100 ლარი;

მე-2 სამუშაო დღეს – 120 ლარი;

იმავე დღეს – 150 ლარი.

პირადობის მოწმობის მისაღებად უნდა წარადგინოთ:

ორი ფოტოსურათი (ფოტოსურათის გადაღებას შეძლებთ იუსტიციის სახლში, ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, ფასი – 5 ლარი);

შესაცვლელი პირადობის მოწმობა (გარდა დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევისა);

პირადი მონაცემების შეცვლის შემთხვევაში, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელის/გვარის შეცვლა და ა.შ.).

სკანირება
QR კოდი
სტატიის ციტირება · HOW TO CITE

შენი განათლება. (2026). რა ეღირება ID ბარათის აღება და ვინ ისარგებლებს შეღავათებით. 13 იანვარი, 2026. https://sheniganatleba.ge/რა-ეღირება-id-ბარათის-აღება/

© 2026 შენი განათლება  ·  Public Health Institute of Georgia (PHIG)  ·  კონფიდენციალობა  ·  Cookie
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2026). რა ეღირება ID ბარათის აღება და ვინ ისარგებლებს შეღავათებით. 13 იანვარი, 2026. https://sheniganatleba.ge/რა-ეღირება-id-ბარათის-აღება/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. რა ეღირება ID ბარათის აღება და ვინ ისარგებლებს შეღავათებით [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%94%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-id-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network