ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026
spot_img
მთავარიგანათლებაკაცმა უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ფეხის ნაწილი მოიჭრა (უცხოეთი)

კაცმა უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ფეხის ნაწილი მოიჭრა (უცხოეთი)

ინდოეთის ქალაქ ჯაუნპურში კაცმა მარცხენა ტერფის ნაწილი მოიჭრა, რათა უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი მიეღო.

Times of India-ს ცნობით, 24 წლის სურაჯ ბჰასკარს უკვე ჰქონდა ფარმაცევტული განათლება და სწავლის გაგრძელება სამედიცინო ფაკულტეტზე სურდა. ამისთვის ის შშმ პირებისთვის განკუთვნილი კვოტით სარგებლობას გეგმავდა.

18 იანვარს კაცმა პოლიციას მიმართა და ამტკიცებდა, რომ მას ორი უცნობი პირი დაესხა თავს და მარცხენა ტერფის ნაწილი მოჰკვეთეს. სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრეს და გამოძიება დაიწყეს.

დაკითხვისას ბჰასკარმა რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება. პოლიციამ ასევე იპოვა მისი პირადი დღიური, სადაც ის 2026 წლისთვის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარების გეგმებს ახსენებდა. ბჰასკარის შეყვარებულმაც დაადასტურა მისი „სასოწარკვეთილი“ სურვილი სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის შესახებ. მისი ჩვენების თანახმად, 2025 წლის ოქტომბერში კაცი უკვე ცდილობდა შშმ პირის სტატუსის დადასტურებას ბენარესის ინდუისტურ უნივერსიტეტში.

პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე საეჭვო პირები ვერ აღმოაჩინა. ჩხრეკისას კი მისი საცხოვრებლის მახლობლად იპოვეს საინიექციო ამპულები, სავარაუდოდ, გამაყუჩებელი პრეპარატებით.

საბოლოოდ, ბჰასკარმა აღიარა, რომ ტრავმა თავად მიიყენა.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „არიან ადამიანები, ეპოქას რომ ქმნიან და არ არის აუცილებელი ეს ადამიანები იმპერიებს მართავდნენ… მე თუ მკითხავთ – ანა და ანას იდეა, უნდა დარჩეს მზიურის ამ შესანიშნავ კაფეში“ – გიორგი კეკელიძე
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი