სამებიდან სიონის ტაძრამდე, მთელ პერიმეტრზე, სადაც პატრიარქის დაკრძალვის სამგლოვიარო მსვლელობა გაივლის, სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დაკრძალვის პროცესია უნდა გაიმართოს, სამხედროების კორიდორია მოწყობილი.

ჯარისკაცები მთელს პერიმეტრზე დროშებით ხელში არიან განლაგებული.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქი სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 18 მარტს დაასვენეს. მას შემდეგ პანაშვიდებზე მოქალაქეთა ნაკადი არ წყდებოდა. მისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იყო 24 საათის განმავლობაში. მოქალაქეები ილია მეორისთვის პატივის მისაგებად ტაძრის ეზოში ღამესაც ათენებდნენ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

📍 სტატია ეხება: ვალე

",iconSize:[14,14],iconAnchor:[7,7]});var marker=L.marker([p.lat,p.lng],{icon:mk}).addTo(m);marker.bindPopup(""+p.name+"");bounds.push([p.lat,p.lng]);});if(bounds.length===1){m.setView(bounds[0],11);}else{m.fitBounds(bounds,{padding:[40,40]});}});

© OpenStreetMap · PHIG

READ  5 საინტერესო ფაქტი ანე ფრანკის შესახებ და ჩანაწერები, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა ახადა
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის