11 აპრილის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

დედაქალაქში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული მარშრუტებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.

„ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, 11 აპრილის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. მოქალაქეების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება“ , – აღნიშნა კახა კალაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

📍 სტატია ეხება: თბილისი, ვალე

",iconSize:[14,14],iconAnchor:[7,7]});var marker=L.marker([p.lat,p.lng],{icon:mk}).addTo(m);marker.bindPopup(""+p.name+"");bounds.push([p.lat,p.lng]);});if(bounds.length===1){m.setView(bounds[0],11);}else{m.fitBounds(bounds,{padding:[40,40]});}});

© OpenStreetMap · PHIG

READ  „სირცხვილი და ქაჯობაა ნარკოტიკის რომანტიზება.. დავიწყოთ საგანგაშო რეალობაზე ლაპარაკი, თუნდაც საკუთარი გამოცდილების გაზიარებით“ – ნესტან ნენე კვინიკაძე
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის