მე შეთეს ადგილას, მარიტას ჩაქოლვას არ დავუშვებდი – “ნატვრის ხის” გადაღებიდან 50 წელი გავიდა

მე შეთეს ადგილას, მარიტას ჩაქოლვას არ დავუშვებდი – “ნატვრის ხის” გადაღებიდან 50 წელი გავიდა | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თენგიზ აბულაძის ფილმი “ნატვრის ხე” 50 წლისაა. გიორგი ლეონიძის მოთხრობის მიხედვით, 1976 წელს გადაღებული ფილმი, რეჟისორის ტრილოგიის მეორე სურათია.

ძნელად იპოვით ფილმს, სადაც ასეთი თანავარსკვლავედია თავმოყრილი. ლიკა ქავჟარაძე ლეგენდად, სწორედ “ნატვრის ხეში” ნათამაშებმა მარიტამ აქცია. დაუვიწყარია სოფიკო ჭიაურელის ფუფალა, სესილია თაყაიშვილის მარადია, კახი კავსაძის იორამი, რამაზ ჩხიკვაძის ოხროხინე მღვდელი… ყველა განუმეორებელი და ერთადერთი. მთელი ფილმი ერთ დიდ პანორამულ ტილოს ჰგავს, რომლის თვალიერება არ გბეზრდება…

ფილმის გადაღებებსა და თავის გმირს ზაზა კოლელიშვილი იხსენებს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ზაზა კოლელიშვილი: შეთეს როლში 18 წლის ვიყავი. დასამალი არ არის, რომ ბიჭები, “ნატვრის ხის” გადაღების დროს, ლიკაზე ვიყავით შეყვარებული. თან იცით, როგორ გვიყვარდა? მასთან ფიზიკურ სიახლოვეს საკუთარ თავსაც ვერ ვკადრებდით. იმდენად სუფთა და ხალასი იყო ლიკა, რომ მხოლოდ წრფელი სიყვარულით გვიყვარდა. ბიჭებს ერთმანეთისთვის თავ-ყბა დაგვილეწია მისი გულისთვის.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ფილმში, ჩემი და სოსო ჯაჭვლიანის ჩხუბიდან 58 წამი რომ შევიდა, გადაღებული იყო ათ წუთიანი ჩხუბის სცენა. წარმოიდგინეთ, რა დღე გაგვატარა თენგიზ აბულაძემ! ყურის უკან ჩაქცევები მქონდა! გადაღების დროს დადგმული ჩხუბი იყო, ვიცოდით აპაჩით (დადგმული დარტყმა) მუშაობა. მაგრამ როცა მართლა მოგხვდება, მწარდები. იყო მომენტები, მართლა ვარტყამდით ერთმანეთს… სრულად

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2026). მე შეთეს ადგილას, მარიტას ჩაქოლვას არ დავუშვებდი – “ნატვრის ხის” გადაღებიდან 50 წელი გავიდა. 4 მაისი, 2026. https://sheniganatleba.ge/მე-შეთეს-ადგილას-მარიტას/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. მე შეთეს ადგილას, მარიტას ჩაქოლვას არ დავუშვებდი – “ნატვრის ხის” გადაღებიდან 50 წელი გავიდა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 17]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%97%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a1/
sheniganatleba.ge
READ  რატომ დაემუქრა სტალინი ბერიას გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network