შაბათი, მაისი 23, 2026
Google search engine
მთავარიგანათლება7 საუკეთესო ფილმი მოულოდნელი სიუჟეტური შემობრუნებით, რომელთა დავიწყებაც შეუძლებელია

7 საუკეთესო ფილმი მოულოდნელი სიუჟეტური შემობრუნებით, რომელთა დავიწყებაც შეუძლებელია

როდესაც საქმე დეტექტივებს ეხება, ფილმისგან ძლიერი შთაბეჭდილების დატოვების მთელი პასუხისმგებლობა კულმინაციურ ფინალს ეკისრება. ხარისხიანი ნამუშევარი გულწრფელი გაოცების გემოსა და მოულოდნელობის ისეთ ეფექტს ტოვებს, რომლისგანაც თავის დაღწევა ეკრანზე ტიტრების გასვლის დროსაც კი შეუძლებელია. მოულოდნელი სიუჟეტური შემობრუნება ლოდინად უნდა ღირდეს, თუმცა მაყურებლისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც რეჟისორი და სცენარისტი მას თითქოს ხელს უწყობენ, მის პირად ვარაუდებს ამართლებენ და დანაშაულის გამოძიების უნარებში რწმენას უმტკიცებენ. ჩვენს სიაში შესულია 7 უდიდესი ფილმი, რომლებმაც დეტექტივის ჟანრში თამაშის წესები შეცვალეს.

1. “ფანჯარა ეზოს მხარეს” (1954)

pilmi-1-1779378669.jpg

ალფრედ ჰიჩკოკის ოსტატობის მწვერვალად ხშირად ტრილერს “ფანჯარა ეზოს მხარეს” ასახელებენ. ფილმმა არა მხოლოდ მოახდინა გავლენა ამ ჟანრის მომდევნო სურათებზე, არამედ მაყურებელს თავი დაამახსოვრა, როგორც ერთდროულად მომხიბვლელმა ისტორიამ იმის შესახებ, თუ რა ხდება ადამიანის ცხოვრებაში დახურულ კარს მიღმა.

მთავარი გმირი, პროფესიონალი ფოტოგრაფი ჯეფერისი, მოტეხილი ფეხის გამო სავარძელსაა მიჯაჭვული, რის გამოც ფილმის თითქმის მთელი მოქმედება მისი ბინის გარემოცვაში ვითარდება. ეს კი მომხრჩობელი შიშის განცდას ბადებს. თავის შესაქცევად ჯეფი მოპირდაპირე სახლის მეზობლებზე დაკვირვებას იწყებს. მოულოდნელად იგი აღმოაჩენს, რომ მის მეზობელ ლარს თორვალდს, შესაძლოა, საკუთარი ცოლი მოეკლა. დანაშაულში გასარკვევად იგი დასახმარებლად თავის მეგობარ ქალს, მაღალი საზოგადოების წარმომადგენელ ლიზას უხმობს. თქვენ საკუთარ ვარაუდებში ეჭვის შეტანა და მინიშნებებზე რამდენჯერმე დაფიქრება მოგიწევთ, რადგან ყველა მათგანი ისეთივე ორსახოვანია, როგორც თავად ადამიანის ბუნება. კულმინაციად სიუჟეტის სრულიად მოულოდნელი შემობრუნება იქცევა, ფილმის შემდგომი განცდა კი ბინაში ფარდების ჩამოფარებას – თუნდაც უახლოეს მომავალში აუცილებლად გაიძულებთ (ასევე დაგაინტერესებთ8 ფილმი, რომლებიც კადრსმიღმა არსებული სკანდალებით, შემოქმედებითი უთანხმოებით, სასამართლო დავებითა და სასიყვარულო ურთიერთობებით მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა)

2. “შვიდი” (1995)

pilmi-2-1779378680.jpg

გამოცდილი დეტექტივი უილიამ სომერსეტი პენსიაზე მალე გასვლასა და კრიმინალისა და გამოძიებებისგან რაც შეიძლება შორს ყოფნაზე ოცნებობს. თუმცა, მუშაობის ბოლო კვირას მას ახალგაზრდა და ამბიციურ მეწყვილეს, მილსს მიუჩენენ. ქალაქში განსაკუთრებული სასტიკობით ჩადენილი მკვლელობა ხდება, რომელიც შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის პრინციპზე დაფუძნებული საშინელი დანაშაულების მანკიერ ჯაჭვს უდებს სათავეს.

READ  ფილმის „ალესილი კეპები: უკვდავი ადამიანი“ პირველი თიზერი გამოვიდა

“შვიდი” 90-იანი წლების კრიმინალური ტრილერის ეტალონს წარმოადგენს. ფინჩერის აბსოლუტურად გენიალური და შეუდარებელი ნამუშევარი მაყურებელს აღაფრთოვანებს და როგორც ამბობენ, დამშვიდება ფილმის დასრულების შემდეგაც გაგიჭირდებათ. საიდუმლო იმაზე კი არ არის აგებული, თუ კონკრეტულად ვინ სჩადის დანაშაულს, არამედ იმაზე, თუ რა მეთოდით აკეთებს ამას იგი…

3. “მემენტო” (2000)

pilmi-3-1779378708.jpg

კრისტოფერ ნოლანის კარიერაში საკვანძო სურათად სწორედ “მემენტო” იქცა, რის შემდეგაც მას თანამედროვეობის უდიდეს რეჟისორად მიირჩნევენ. რეჟისორის ძმის, ჯონათან ნოლანის მოთხრობის მიხედვით გადაღებული ფილმი ანტეროგრადული ამნეზიით დაავადებული ლეონარდ შელბის ბედზე მოგვითხრობს. ავადმყოფობის გამო გმირს არაფერი ახსოვს, თუმცა ცოლის მკვლელის პოვნის სურვილი, რომლის გამოც მას ეს ტრაგედია თავს გადახდა, იმდენად დიდია, რომ დანებება არ შეუძლია.

მის არსენალში მხოლოდ ფოტოები, ხელნაწერი შენიშვნები და ტატუებია. დეტექტივი რთულ ინტელექტუალურ სისტემას წარმოადგენს, რომელშიც მინიშნებებისთვის ხელის ჩავლება მაინც შესაძლებელია – თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეკრანს თვალს ერთი წამითაც არ მოაცილებთ და მას ძალიან ყურადღებით უყურებთ.

4. “მოქალაქე კეინი” (1941)

pilmi-4-1779378725.jpg

“მოქალაქე კეინი” უნდა განვიხილოთ არა იმდენად დეტექტივად, რამდენადაც ცხოვრების აზრის მაძიებელი ადამიანის საიდუმლოების ეტალონად. ფილმის საფუძვლად უილიამ რენდოლფ ჰერსტის ცხოვრებაა აღებული. სწორედ იგი გახდა პროტოტიპი გამომცემლობის დაუზოგავი მაგნატის, ჩარლზ ფოსტერ კეინისა, რომლის უკანასკნელი სიტყვა “როუზბადი” რეპორტიორ ჯერი ტომპსონს ამავე ადამიანის ბედის საიდუმლოს ამოხსნას შთააგონებს.

5. “ჩრდილოეთისკენ ჩრდილო-დასავლეთიდან” (1959)

pilmi-5-1779378735.jpg

ალფრედ ჰიჩკოკის საუკეთესო ფილმის ტიტულისთვის ბრძოლაში თავდაჯერებულად ერთვება სურათი “ჩრდილოეთისკენ ჩრდილო-დასავლეთიდან”. დღემდე დეტექტიური ფილმების მხოლოდ მცირე ნაწილს თუ შეუძლია გაუწიოს მას კონკურენცია ინტრიგასა და ფინალის მოულოდნელობაში. სარეკლამო სააგენტოს ხელმძღვანელი, როჯერ თორნჰილი უცხოელ ჯაშუშებს შეცდომით საიდუმლო აგენტ ჯორჯ კაპლანად მიაჩნიათ, რის შემდეგაც მისი ცხოვრება თავბრუდამხვევ დევნად იქცევა. საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად მას მოულოდნელობებითა და ღალატით აღსავსე გრძელი გზის გავლა მოუწევს, რადგან გმირი მხოლოდ ასე შეძლებს იმის გაგებას, თუ რატომ დაატყდა ყველა ეს მოვლენა მაინცდამაინც მას თავს… სრულად

READ  საქართველოს სკოლებში ყველაზე ნაკლებად მოსწავლებისგან თანაკლასელის მიმართ დაცინვის ფაქტები შემცირდა

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.