სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
spot_img
მთავარიბავშვები და ფსიქოლოგიაფსიქიკური პრობლემები ბავშვებში - ნახეთ, ექიმის ოქროს სია, რომელსაც სასწრაფოდ უნდა...

ფსიქიკური პრობლემები ბავშვებში – ნახეთ, ექიმის ოქროს სია, რომელსაც სასწრაფოდ უნდა მიმართოთ, თუ ბავშვის ქცევაში რაიმე უცნაურს ხედავთ

უცნაური ბავშვია – ასეთი შეფასება ალბათ თქვენც არაერთხელ გსმენიათ ვინმეზე. როდის არის უცნაური ქცევა ფსიქიკური პრობლემის ნიშანი და სპეციალისტთან მისვლის მიზეზი?

მაგალითად, შიზოფრენია, ისევე როგორც აუტიზმი, თანდაყოლილი დაავადებაა, თუმცა თანმხლები არახელსაყრელი ფაქტორები მის განვითარებაზე ზეგავლენას ახდენენ. მაგალითად, შიზოფრენია მემკვიდრეობითია. დაავადება შეიძლება განვითარდეს, ან შეიძლება რაღაც უცნაურობის დონეზე დარჩეს. ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუ რა პირობებში ცხოვრობს ადამიანი. თუ ძლიერი ან მუდმივი სტრესი არ ექნება, ჯერ უცნაურობების მქონე ბავშვად ჩათვლიან, შემდეგ უხეშ მოზარდად, შემდეგ ახირებულ მოხუცად და ყველაფერი ამ დონეზე დარჩება ან ყველაფერი ნამდვილ დაავადებად იქცევა.

არ არის საჭირო ფსიქიატრების შიში. არცერთი ექიმი არ აპირებს ბავშვის დაზიანებას. მაგრამ ბავშვთა შიზოფრენიის მკურნალობის დაგვიანებამ ნამდვილად შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს.

არის თუ არა რაიმე ნიშნები ადრეულ ასაკში, რომლებიც მიგვანიშნებენ, რომ ბავშვს შეიძლება ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს?

მშობიარობის დროს მიღებული დაზიანებები, ასფიქსია, ჰიპოქსია, ხანგრძლივი „სიყვითლე“ – ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვი სამ თვეში ნევროლოგს აჩვენოთ. მაგრამ ზოგადად, ერთი წლის ასაკამდე, ფსიქიკური აშლილობის არც თუ ისე საგანგაშო ნიშნები შეიძლება შეამჩნიოთ.

არ არის კარგი, თუ თქვენს შვილს დაძინება უჭირს. მას შეიძლება საერთოდ არ ეძინოს და დღეში მხოლოდ ნახევარი საათის განმავლობაში ჩაეძინოს ღრმად, ან დღე და ღამე ერეოდეს. რა თქმა უნდა, ეს ნიშნები თითქმის ყველასთვის ცნობილია, მაგრამ, ისინი სხვადასხვა ხარისხით ვლინდება. ეს ნიშნები ბევრს ახასიათებს და შთაბეჭდილება რჩება, რომ “ჩვეულებრივი ბავშვია“, სწორედ ამიტომაა ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკა ასე რთული. ზღვარი ნორმალურსა და არა ნორმალურს შორის ხშირად ძალიან ბუნდოვანია. ჩვილის ძილის შემთხვევაში კარგი მაჩვენებელია მშობლების მდგომარეობა. თუ ბავშვის ერთი წლის ასაკამდე მშობლები დაღლილობისგან ფეხზე ვეღარ იდგნენ და რიგრიგობით ეძინათ, ეს სიფრთხილის მიზეზია. ასევე არასასურველია, როდესაც ბავშვს ძალიან ბევრი ძინავს. შესაძლო ნევროლოგიური პრობლემების ნიშანია რეგურგიტაცია, როდესაც ბავშვი ვერ იკვებება და შემცირებული ან გაზრდილი ტონუსი.

ნიშნები, რომლებიც შიზოფრენიაზე მიუთითებს

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დიაგნოზი 11 წლამდე არ ისმევა, ეს არ ნიშნავს, რომ მანამდე დაავადების ნიშნები არ გვაქვს. ხშირად კონსულტაციაზე მოდიან 5-7 წლის ბავშვების მშობლები, რომლებსაც არ ესმით, რა ემართება მათ, ერთი შეხედვით, ნორმალურად განვითარებად შვილს.

ესენია აგრესიის ჩივილები, უცნაური გახანგრძლივებული ფანტაზიები, კომუნიკაციის სირთულეები. შიზოფრენიის ადრეული დიაგნოსტირება არ ხდება, რადგან ბავშვი შეიძლება ნორმალურად ვითარდებოდეს, კარგად საუბრობდეს, ხშირად ასეთი ბავშვები ნიჭიერების კატეგორიაშიც ხვდებიან. წაიკითხეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
epilogi
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
უძილობა მჭირს. რა ვქნა? – გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ თუ არა საერთოდ?

უძილობა მჭირს. რა ვქნა? – გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ თუ არა საერთოდ?

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

ნოემბერი 26, 2024
რამდენი ხანი ძლებს საყინულეში საკვები ისე, რომ ვარგისიანობა შეინარჩუნოს

რამდენი ხანი ძლებს საყინულეში საკვები ისე, რომ ვარგისიანობა შეინარჩუნოს

ნოემბერი 26, 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა — თბილისი ენერჯი

თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა — თბილისი ენერჯი

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი