შაბათი, მაისი 23, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებაკანის კიბოს ორი ნიშანი, რომლებსაც ხშირად ყურადღებას არ აქცევენ - ექიმების გაფრთხილება

კანის კიბოს ორი ნიშანი, რომლებსაც ხშირად ყურადღებას არ აქცევენ – ექიმების გაფრთხილება

ფრჩხილის ქვეშ მუქი ზოლის გამოჩენა შეიძლება იყოს მელანომის ნიშანი, ხოლო კანის ერთი უბნის გახანგრძლივებული ქავილი და აქერცვლა – ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა. ამის შესახებ Daily Mail-ს ბრიტანელმა დერმატოლოგმა ფატიმა ავდემ განუცხადა.

სპეციალისტის თქმით, ფრჩხილქვეშა მელანომა იწყება ფრჩხილის ქვეშ მუქი ლაქით ან ზოლით, რომელიც სისხლჩაქცევას წააგავს. დროთა განმავლობაში, ახალწარმონაქმნი მატულობს, ვრცელდება ფრჩხილის მორგვზე, თითის ფალანგზე და მიმდებარე რბილ ქსოვილზე. დიდ ბრიტანეთში მელანომა ყოველწლიურად დაახლოებით 2300 ადამიანის სიკვდილის მიზეზია.

კიდევ ერთი იგნორირებული სიმპტომია ეგზემის მსგავსი ქავილი და აქერცვლა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ ქრება. კანის ასეთი დაზიანება შესაძლოა მიუთითებდეს ბრტყელუჯრედოვან კარცინომაზე – კანის კიბოს მეორე ყველაზე გავრცელებული სახეობა. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება წარმატებით ინკურნება ადრეულ სტადიაზე, გვიან გამოვლენის შემთხვევაში მას შეუძლია მეტასტაზირება მოახდინოს და სიცოცხლისთვის საშიში გახდეს.

ავდემ ასევე აღნიშნა, რომ კანის კიბოს ყველა ტიპი არ იწყება ხალებით. ზოგიერთი მათგანი ჩნდება შეუხორცებელი ლაქების ან წყლულების სახით. კერძოდ, ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა, კანის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმა დიდ ბრიტანეთში, ხშირად ჩნდება როგორც პატარა, ხანგრძლივად შეუხორცებელი ლაქა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის სიმსივნე იშვიათად იძლევა მეტასტაზებს, მის მკურნალობას შეიძლება დასჭირდეს კანის დიდი უბნების მოცილება, რაც ხშირად იწვევს უხეში ნაწიბურების წარმოქმნას.

ამერიკელმა დერმატოლოგმა დოქტორმა მაიკლ პარკი გვახსენებს მზისგან დამცავი კრემის გულდასმით წასმის აუცილებლობას კანის ყველა დაუცველ ადგილას, მათ შორის ყურებზე. ამ მიდამოს უგულებელყოფამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს კანის კიბოს განვითარების რისკი. ექსპერტის სიტყვებს Daily Mail ციტირებს.

ექიმის თქმით, ყველაზე გავრცელებულია კანის კიბოს ორი ტიპი – მელანომა და კარცინომა. მელანომა ითვლება ყველაზე აგრესიულ სახეობად, კანის კიბოთი გარდაცვალების დაახლოებით 80% ამ დიაგნოზზე მოდის. იგი ვითარდება კანის ზედა ფენაში. თუმცა, როგორც დოქტორი პარკი აღნიშნავს, შემთხვევათა 90%-ში დაავადება გამოწვეულია ულტრაიისფერი გამოსხივების, მათ შორის მზისა და სოლარიუმების ზემოქმედებით, რაც ნიშნავს, რომ მისი პრევენცია შესაძლებელია.

READ  „ეს დაგეხმარებათ მსჯელობაში“ – ქართულის სპეციალისტის დროული მითითებები 2024 წლის აბიტურიენტებს ლიტერატურის წარმატებით ჩასაბარებლად

„კანის კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპი, თავისა და კისრის აგრესიული ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, ასევე შეიძლება ფატალური იყოს, მაგრამ ის ასე სწრაფად არ პროგრესირებს“, – აღნიშნა სპეციალისტმა.

მიუხედავად იმისა, კანის კიბოს ფორმები, როგორიცაა ბაზალურუჯრედოვანი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, უმეტეს წილად კარგად ექვემდებარება მკურნალობას. ხშირად საჭიროა ქირურგიული ჩარევა, განსაკუთრებით თუ დაავადება გვიან გამოვლინდა.

დოქტორი პარკი გვირჩევს მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებას ყოველდღე და მათ შორის ყურებზეც, ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ და ხშირად უგულებელყოფილ მიდამოზე.

“არის გარკვეული ადგილები, სადაც ახალწარმონაქმნები უფრო ხშირია. ყურები ერთ-ერთი მათგანია”, – აღნიშნა მან.

წყარო

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.