ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025
spot_img
მთავარიინტერვიუ„4 შვილის მამა ვარ და მომხმარებელს ზუსტად იგივეს ვთავაზობ, რასაც - შვილებს....

„4 შვილის მამა ვარ და მომხმარებელს ზუსტად იგივეს ვთავაზობ, რასაც – შვილებს. ამ დამოკიდებულებით ვხელმძღვანელობ ბიზნესში“

SUTI POWER  – ასე ჰქვია ნუგბარს, რომლის წარმოებაც საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგულ კლუბ „ანგულემის“ ვეტერანმა მორაგბე შალვა სუთიაშვილმა, რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

უკვე წლებია, რაც სპორტსმენი ოჯახთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს. სწორედ იქ გაჩნდა იდეა,  ტრადიციული ქართული ჩურჩხელისგან, რომელიც საქართველოდან შორს მყოფს ძალიან ენატრებოდა, გათანამედროვებული, ჯანსაღი, ოღონდ უფრო მცირე ზომის, მოსახერხებელი ფორმის ნუგბარი დაემზადებინა, რომელიც კომფორტულ შეფუთვაში რამდენიმე გემოს მოუყრიდა თავს. სახეცვლილ ჩურჩხელას SUTI POWER  უწოდეს. თუ ისტორიულად ჩურჩხელა მებრძოლების, მშრომელების საკვებს წარმოადგენდა, დღეს SUTI POWER ჯარისკაცების, სპორტსმენების და არამხოლოდ მათი რაციონის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ამჟამად  SUTI POWER საფრანგეთის გარდა იყიდება: ესპანეთში, გერმანიაში, იტალიაში, უკრაინაში, ლიტვაში, ლატვიაში, ისრაელსა და საქართველოში. პროდუქტი სოფელ დიღომში მზადდება, ეკოლოგიურად სუფთა  ინგრედიენტებისაგან.

SUTI POWER 100%-ით ნატურალურია, მის ფორმულაზე ქართველმა და ფრანგმა ნუტრიციონისტებმა, დიეტოლოგებმა და მარკეტოლოგებმა იმუშავეს.  

„4 შვილის მამა ვარ და მომხმარებელს ზუსტად იგივეს ვთავაზობ, რასაც – შვილებს. ამ დამოკიდებულებით ვხელმძღვანელობ ბიზნესში“ | შენი განათლება
ჯანსაღი პროდუქტი

შალვა სუთიაშვილი: სულ გვესმოდა რომ ჩვენი დიდი წინაპრები მთასავით ხალხი იყვნენ, ჯანმრთელები, ძლიერები…ეს საიდან მოდიოდა? – ყოველთვის მჯეროდა, რომ ადრე  წინაპრებს ისეთი საკვები ჰქონდათ, რაც სპორსტმენისთვის მისწრება იქნებოდა. ერთი-ერთი ასეთი  ჩურჩხელა იყო – მთელი ჩემი ოჯახის საყვარელი ნუგბარი.ლოში ვბრუნდები. საფრანგეთში საქმეს ჩემი უფროსი შვილი გაუძღვება, მე კი, საქართველოში უნდა მივხედო წარმოებას. ბევრი შორს მიმავალი გეგმა მაქვს. წაიკითხეთ სრულად

#drpkhakadze #sheniganatleba

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „ჰოლივუდიდან წამოსვლას არ ვნანობ… სჯობს, შენს პატარა ქვეყანაში იყო ვარსკვლავი, ვიდრე იქ იყო ერთი, ორი, სამი სეზონი და მერე, ალბათ, სადღაც თეატრში გააგრძელებ მოღვაწეობას“
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი