ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები„ის უყვარდათ და სიყვარული არ აუხსნეს, მასაც უყვარდა და არც თავად გამოიჩინა...

„ის უყვარდათ და სიყვარული არ აუხსნეს, მასაც უყვარდა და არც თავად გამოიჩინა სითამამე…“ – ქალი, რომელიც საბჭოთა წლებში „ამერიკის ხმასთან“ თანამშრომლობდა

მისი ლექსები რადიო „ამერიკის ხმაში“ ისმოდა… მისი კალიგრაფია კი, საბჭოთა ლოზუნგების წერას ხმარდებოდა – შემოსავლისთვის… პროფესიით მხატვარ–კერამიკოსია, დეკორატორი და მისი საქმეც ორნამენტების შექმნაა, თუმცა რადგანაც არასდროს, არავის, არაფერში გამოადგა მისი ნამდვილი პროფესია, ახლა ორნამენტებს ღამე, საწოლში თავისთვის ხატავს… ის უყვარდათ და სიყვარული არ აუხსნეს, მასაც უყვარდა და არც თავად გამოიჩინა სითამამე – ამიტომ ახლა მარტო ცხოვრობს და ამ მარტოობას „სულის ტკივილს“ ეძახის…
არალში ის ალბათ ერთადერთი ქალია, რომელსაც „ნინო ბებიას“ ეძახიან და არა „ნინო ბაბოს“. თავად, სასჩუქრად გამზადებულ თავისივე ნახატზე დააწერა: „სიყვარულით, ნინიკო ბებიასგან“.

81 წლის ნინო ვარდიძე საკუთარ თავში არაერთ ნიჭს მალავს: ლექსების წერის, ხატვის, ბუნების განსაკუთრებულად აღქმის, ყველაფერ მარტოსულის შეფარების, ცხოველებისა და ჩიტების სიყვარულის და ა.შ.

„ლექსებს სიყვარულზე ვწერ, მაგრამ სიყვარული როგორია არ გამომიცდია“, – ამბობს და თვალებს დაბლა ხრის. არავინ აირჩია და არც არავის ენდო ახლა კი მარტოობას გულწრფელად ნანობს – „დავაშავე, არავის ვენდე და იმიტომ“…
გარშემომყოფები გათხოვებას ურჩევდნენ, თუმცა შეეშინდა, რომ ისეთი ოჯახი ვერ ექნებოდა, როგორიც სურდა: „ვოცნებობდი ხევსურეთში წასვლაზე. ვამბობდი, იქ წავალ ხატვის მასწავლებლად, ოჯახსაც იქ შევქმნი და მეცხვარეც ვიქნები–მეთქი… მაგრამ არავინ წამიყვანა…“ ელოდებოდა, რომ მისთვის სიყვარული უნდა აეხსნათ. არ აუხსნეს და თვითონაც დამალა, რომ მოსწონდა…

„ძალიან თავისუფალი გოგო ვიყავი, მაგრამ არ ვიცი რატომ არ მიხსნიდნენ ბიჭები სიყვარულს. მეორე კურსზე რომ ვსწავლობდი მცხეთაში, გაკვეთილების შემდეგ ვმორიგეობდით და ვრჩებოდი, მოლბერტებსა და სკამებს ვალაგებდი. ერთი მესამე კურსელი ბიჭი იყო, გორის რაიონიდან, ვასილი. დაჯდებოდა, მიყურებდა და მიყურებდა… არაფერს მეუბნებოდა. მარტო იჯდა, მიყურებდა და იღიმებოდა… ერთხელ გავბრაზდი და დაფაზე დავუწერე:

„რატომ მიყურებ ნეტავი, როგორც მელია შორიდან, ნუ გწყინს, არა ხარ მინდვრიდან, შემოპარულხარ გორიდან“ – წაიკითხა, გაიცინა, მაგრამ მაინც არაფერი მითხრა… არადა მომწონდა… მე ხომ თამამი არ ვიყავი, არადა მართლა კარგი ბიჭი იყო“, – ამბობს და იღიმის…
ახლა მარტოა და წლებთან ერთად, სიმარტოვეც უფრო რთული ხდება. მამისგან დატოვებულ სახლში მხოლოდ გალესილი, შავი კედლებია, კედლებზე მისი ერთადერთი ნახატი, დის, დედისა და საკუთარი ფოტოები; ძველი რკინის საწოლები და ხატები. განაგრძეთ კითხვა

 

#drpkhakadze  #sheniganatleba

 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
epilogi
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი