კვირა, მაისი 24, 2026
Google search engine
მთავარიინტერვიუროგორ დავწერო საკონკურსო მოთხრობა – მწერლის ინსტრუქცია მოსწავლეებისთვის

როგორ დავწერო საკონკურსო მოთხრობა – მწერლის ინსტრუქცია მოსწავლეებისთვის

არდადეგების პერიოდი საუკეთესო დროა იმისთვის, რომ თქვენი ძალები და შესაძლებლობები მიზანმიმართულად გამოიყენოთ. ამისთვის კი ზოგჯერ სულ მცირედი გამბედაობაც კმარა. როცა მოსწავლე ხარ, რომელსაც წერა განსაკუთრებით უყვარს და ხედავ, რომ შენთვის საინტერესო კონკურსი ცხადდება, თანაც საკმაოდ სასურველი საპრიზო კატეგორიებით, რატომ უნდა თქვა უარი?! იქნებ, გაგზავნის ღილაკზე ერთი პატარა დაწკაპებით, შენთვის ზღაპრული თავგადასავალი იწყებოდეს?! აბა, ღირს დაფიქრება?

EDU.ARIS.GE შეეცდება მოგიყვეთ, როგორ უნდა დაწეროთ საკონკურსო მოთხრობა ისე, რომ თქვენც კმაყოფილი იყოთ და, რა თქმა უნდა, ჟიურის წევრების მოწონებაც დაიმსახუროთ.

ამ საკითხებზე ვესაუბრეთ, ახალგაზრდა მწერალსა და მსახიობს, თემო რეხვიაშვილს, რომლის წიგნმაც „კურიერის ამბები“, 2022 წელს ლიტერატურული პრემია „საბას“ საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის კატეგორიაში გაიმარჯვა.

– თემო, პირველ რიგში, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, სასკოლო ასაკში რამდენად ხშირად იღებდით მონაწილეობას ლიტერატურულ კონკურსებში და ზოგადად, რას ფიქრობთ საბავშვო კონკურსებზე, ღირს ცდად?

– მახსოვს, სასკოლო ასაკში ლიტერატურულ კონკურსში ერთადერთხელ მივიღე მონაწილეობა და ეს მონაწილეობა ჩემთვის საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა. თუმცა ცდა ნამდვილად ღირდა, წერის პროცესი ჩემთვის სასიამოვნო იყო. ვფიქრობ, რომ საბავშვო კონკურსებში ცუდი არაფერია და ღირს მასზე გასვლაც, ოღონდ შედეგები გადამწყვეტი არ უნდა იყოს მონაწილისთვის. შესაძლოა, ვერ შენიშნონ კონკურსზე ნამუშევარი, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მომავალში წერის შეწყვეტის მიზეზი. თვითონ პროცესი უნდა იყოს სასიამოვნო.

– რას უნდა მიაქციონ ყურადღება მოსწავლეებმა, როდესაც კონკურსში მონაწილეობას გადაწყვეტენ, რა არის ის ძირითადი ინფორმაცია, რომელიც საკონკურსო განცხადებაში უნდა ამოიკითხონ და გაითვალისწინონ?

–  პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ამოიკითხონ რა წერია საკონკურსო განცხადებაში, ანუ რა მოთხოვნებს აწესებენ კონკურსის ორგანიზატორები. ეს ინდივიდუალურია, ყველა კონკურსი ერთნაირ მოთხოვნებს არ აწესებს. ზოგად და პრაქტიკულ რჩევებს გაგიზიარებთ. ყურადღება უნდა მიექცეს მოთხრობის თემატიკას. რა თემაზე უნდა დაწეროს აპლიკანტმა ესა თუ ის ტექსტი. ეს ნაწილი განსაკუთრებით კარგად უნდა გაიაზროს, რომ არ ასცდეს თემას. ასევე, აუცილებლად უნდა დააკვირდეს მოთხრობის გაგზავნის ვადებს და ბოლო დღეს არ დაელოდოს, რადგან ასე უფრო ნაკლებად ინერვიულებს. ასევე, როცა საკონკურსო მოთხრობას გზავნი მეილით  (ძირითადად ასე ითხოვენ, და არა დედანს, როგორც ეს წლების წინ იყო), ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ გრაფაში “subject” მითითებული იყოს ის, რასაც ითხოვენ. როგორც წესი, კონკურსის სათაურს წერენ ხოლმე, ამას უკვე განცხადებაში ნახავთ. ასევე, კარგად უნდა დააკვირდეთ რამდენ გვერდს გთხოვენ. თუ განცხადებაში წერია, რომ თქვენი მოთხრობა უნდა იყოს 6 გვერდიდან 10-მდე, მაშინ არც ამაზე ნაკლები უნდა გქონდეთ და სასურველია, არც მეტი. გირჩევთ, რომ განცხადებაში მოცემული მოთხოვნები წაიკითხოთ ყურადღებით და მიჰყვეთ ინსტრუქციას რაც შეიძლება დაკვირვებულად.

READ  ლონდონის მეფის სასახლეში ყოფნისას ტელემაკის ,,შავი სუროსავით” თმას ,,მოთელილ ნაბადსავით” რომ ადგა თავზე, თურმე ხელით სინჯავდნენ – თმაა თუ არაო”

– რის გათვალისწინებას ურჩევთ სანამ მოთხრობის წერას შეუდგებიან?

– წერის დროს არ იფიქრონ წესებზე და იმაზე, მოეწონება თუ არა ეს ვინმეს. მე პირადად ვცდილობ, სანამ დავწერ, ჯერ ფინალი მოვიფიქრო, ასე ბევრად მიმარტივდება.. თუმცა ზოგს შეიძლება პირიქით ერჩივნოს. მთავარია, წერისას კომფორტულად გრძნობდე თავს.

– ხშირია, შემთხვევა, როცა ავტორი ამ შემთხვევაში, მოსწავლე ცდილობს ნაკლებად კრიტიკული, გნებავთ პოზიტიური იყოს და ჟიურის წევრების კეთილგანწყობა ამით მოიპოვოს. მათთვის რა იქნებოდა თვენი რჩევა?

– მათთვის და არა მარტო მათთვის, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ არ იფიქრონ ჟიურიზე, ჯილდოზე და იმაზე, თუ ვის რა მოეწონება. წერის დროს უბრალოდ წერონ გულწრფელად.

– და ბოლოს, შეგიძლიათ მიმართოთ, ჩვენს მკითხველ „პატარა“ ავტორებს

– გისურვებთ რომ, სიამოვნება მიიღოთ წერის დროს თითოეულ თქვენგანს წარმატებას ვუსურვებ.

 

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.