ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedალცჰაიმერის სამკურნალო წამალმა FDA-ის სრული ავტორიზაცია მიიღო

ალცჰაიმერის სამკურნალო წამალმა FDA-ის სრული ავტორიზაცია მიიღო

6 ივლისს ალცჰაიმერის სამკურნალო წამალმა Leqembi-მ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების მარეგულირებელი სააგენტოსგან სრული ავტორიზაცია მიიღო.

აშშ-ში წამალი ქრონიკული ნეიროდეგენერაციული დაავადების სამკურნალო სქემებსა და სადაზღვევო პაკეტებში ჩაერთვება.

Leqembi პირველი პრეპარატია, რომელმაც მკურნალობის კურსში ჩართვის შემდეგ პაციენტებში დაავადების შედეგად გამოწვეული კოგნიტიური დაქვეითება შეანელა.

წამლის იაპონურმა მწარმოებელმა, Eisai-მ პირობითი თანხმობა FDA-სგან მიმდინარე წლის იანვარში მიიღო. პირველადი სამედიცინო კვლევების შედეგები FDA-მ 1,800 პაციენტისგან შემდგარ კვლევაში დაადასტურა. აღნიშნული წამლით მკურნალობის შედეგად პაციენტებში მეხსიერების დაკარგვის პროცესი დაახლოებით 5 თვით შენელდა.

ამ ეტაპზე მკურნალობის ერთწლიანი კურსისთვის საჭირო მედიკამენტის ღირებულება დაახლოებით $26,500-ია.

ალცჰაიმერის ადრეული ნიშნები იწყება 30-დან 60-მდე წლების შუა პერიოდში.

 ალცჰაიმერი დემენციის ყველაზე გავრცელებული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადება.
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  უნდა გაიკეთოთ თუ არა სისხლის ანალიზი ალცჰაიმერის დაავადებისთვის
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი