Amazon-ი „კარგი ნიშნების“ მესამე სეზონს გადაიღებს

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
კარგი ნიშნები

Amazon-ი სერიალის „კარგი ნიშნები“ მესამე სეზონს გადაიღებს. ამის შესახებ Variety-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს შოუს ბოლო სეზონი იქნება. სეზონი 6 სერიისგან შედგება. გადაღებები კი წლის ბოლომდე, შოტლანდიაში დაიწყება. თავიანთ როლებს დაუბრუნდებიან მაიკლ შინი და დევიდ ტენანტი.

„კარგი ნიშნები“ ნილ გეიმანისა და ტერი პრატჩეტის წიგნზეა დაფუძნებული: „კარგი ნიშნები: ალქაჯ აგნეს ნატერის კარგი და ზუსტი წინასწარმეტყველებები“. სიუჟეტის მიხედვით, ლონდონში მცხოვრები ანგელოზი აზირაფელი (მაიკლ შინი) და დემონი კროული (დევიდ ტენანტი) სამყაროს აპოკალიფსისგან გადარჩენას ცდილობენ.

ახალი სეზონი ორიგინალურ სცენარზე იქნება დაფუძნებული. გეიმანი კვლავ პროექტის შოურანერი იქნება.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
READ  რა იყო ბერიას უკანასკნელი სიტყვა დახვრეტის წინ? - საიდუმლოებით მოცული ამბის უცნობი დეტალები
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის