Amazon-მა სერიალი „დროის ბორბალი“ დახურა

Georgian update logo: white 'ag60' icon inside a rounded white square on an orange background, with the Georgian word 'განახლება' beneath.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

Amazon-მა ფენტეზი-სერიალის „დროის ბორბლის“ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო – შოუს მესამე სეზონის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.

Deadline-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მაღალბიუჯეტიანმა სერიალმა ფინანსური თვალსაზრისით მოლოდინები არ გაამართლა. თუმცა შოუმ კრიტიკოსებისა და მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. მაგალითად, მესამე სეზონის რეიტინგი Rotten Tomatoes-ზე 97%-ს შეადგენს.

შოუ რობერტ ჯორდანის ამავე სახელწოდების რომანების ციკლზე იყო დაფუძნებული. სიუჟეტი პატარა სოფლის ბინადარ ახალგაზრდებზე მოგვითხრობს, რომლებიც ბნელ ძალებს უპირისპირდებიან. ციკლი 14 წიგნისგან შედგება, რომლებშიც 2 782 პერსონაჟი ფიგურირებს. პრემიერა 2021 წელს შედგა. მთავარ როლებს შოუში როზამუნდ პაიკი და ჯოშა სტრადოვსკი ასრულებდნენ.

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის