ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedანტარქტიკაში წყლის ყინულოვანი მასა, წინა ანტირეკორდთან შედარებით, 1 მლნ კვ.კმ-ით შემცირდა

ანტარქტიკაში წყლის ყინულოვანი მასა, წინა ანტირეკორდთან შედარებით, 1 მლნ კვ.კმ-ით შემცირდა

02/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ანტარქტიკის წყლის ყინულოვანი მასის დონე ამ ზამთარს რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა, რითაც 2023 წელი მეცნიერების მიერ “ექსტრემალურად რეკორდულ წლად” შეფასდა. აშშ-ის თოვლისა და ყინულის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, კლიმატის ცვლილების გავლენა სამხრეთ პოლუსზე იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდები.


მკვლევრების ცნობით, ყინულის მასობრივი დნობა საფრთხის ქვეშ აყენებს სხვადასხვა ცხოველის, მათ შორის პინგვინების გამრავლებასაც, რადგან ისინი წყლის ყინულოვან საფარზე დებენ კვერცხს.


10 სექტემბრის მონაცემებით, ანტარქტიკის გარშემო ოკეანის მხოლოდ 16.96 მილიონი კვადრატული კილომეტრი დაიფარა ყინულით, რაც სატელიტური მონაცემების შეგროვების დაწყებიდან, ანუ 1979 წლიდან, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და 1986 დაფიქსირებულ ანტირეკორდთან შედარებით, 1 მლნ კვადრატული კილომეტრით ნაკლებია.


სამხრეთ ნახევარსფეროში წელიწადის დროები შებრუნებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყინულოვანი საფარის დონე, როგორც წესით, სექტემბერში, ანუ ზამთრის ბოლოს, ყველაზე მაღალია და თებერვალი-მარტის პერიოდში, ანუ ზაფხულის დასრულებასთან ერთად, დნობას იწყებს.


აღსანიშნავია, რომ ანტარქტიკის ზღვის ყინულოვანი საფარი 2023 წლის თებერვალშიც გაცილებით ჩამორჩებოდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://bm.ge/news/antarqtikashi-tsylis-yinulovani-masa-tsina-antirekordtan-shedarebit-1-mln-kvkm-it-shemtsirda?fbclid=IwAR1_KS2tgT5Gyal8W03IlmwzLxWMeBq9Gahi3kA4XKRJu94LcxsbMKMhC3Y


author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  „ვაქცინაციის პროგრამა საქართველოს მთავრობამ განახორციელა ზუსტად ისე, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო...
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი