მამის დაბადების დღესთან დაკავშირებით მისმა ქალიშვილმა, ქეთევან წიკლაურმა ამ დრომდე უცნობი სიმღერა გამოაქვეყნა.
სამწუხაროდ, სიმღერის მხოლოდ აუდიოვერსია არსებობს, ჩანაწერი ქეთევანს მამის მეგობარმა ისრაელიდან მიაწოდა.
„თვითონ სიმღერა მამამ ჩაწერა ისრაელში, 90-იან წლებში, შესაძლოა, თვითონაც არ ახსოვდა შემდეგ, რომ ეს სიმღერა არსებობდა…
ავტორის გვარიც კი არ ვიცით – რომანი ისრაელიდან.
ვფიქრობ, თემურის შემოქმედების თაყვანისმცემლებს ძალიან მოეწონებათ ეს სიმღერა.
დავარქვი „ჩემო სიცოცხლე!’“ – წერს ქეთევან წიკლაური სოციალურ ქსელში.
#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები