05/09/2021
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მშობლებს მიმართავს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სანამ მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 70% არ აიცრება, პირბადე უნდა იყოს სავალდებულო 2 წლის ასაკიდან.
„კარგი, თქვენი საკუთარი თავი არ გეცოდებათ, ჩვენმა პატარა ანგელოზებმა რა დააშავეს?! ჩვენი პატარები როდემდე უნდა იყვნენ სამედიცინო პირბადეებში? აიცერით და მიეცით საშუალება პატარებს, რომ ისუნთქონ სუფთა ჰაერი.
სანამ მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 70% არ აიცრება, პირბადე უნდა იყოს სავალდებულო 2 წლის ასაკიდან. გეყოთ სექტობანას თამაში (სექტები ძირითადად ადამიანის ემოციებზე და შიშზე თამაშობენ, რომ საბოლოოდ ფული იშოვონ თქვენზე) გეყოთ “მე ვიცი ყველაფერი“ თამაში (მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ათეული ძლიერი წამლის მარეგულირებელია და მათ იციან თავისი საქმე და თქვენ ჯობს, თქვენს საქმეს მიხედოთ).
გეყოთ „შეთქმულების თეორიები“, გეიტსი/ფაუჩი/ფხაკაძე მასონურ/ეშმაკისეურ/სატანისტურ“ უაზრო თეორიებზე საუბარი (რამე თუ არ იცი ან ვერ იგებ, არ ნიშნავს, რომ ის “ეშმაკისეულია”. ამის მსგავსად შუა საუკუნეებში ცეცხლზე წვავდნენ განათლებულ ხალხს, რომელი საუკუნეა ახლა?)
გეყოთ „ვაქცინაში რა არის“ (ეს ინფორმაცია საჯაროდ დევს წამლის სააგენტოების ვებგვერდებზე).
გეყოთ – “რას ჰქვია სავალდებულო ვაქცინაცია“ (რეგისტრირებულია ვაქცინა, ახლა მხოლოდ ფაიზერია რეგისტრირებული ამერიკაში, საჭირო და ზოგ შემთხვევაში აუცილებრლიც არის სავალდებულო ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალში, პედაგოგებში, ჯარში და ასე შემდეგ და ეს უკვე ხორციელდება ამერიკაში და ევროპაში)“, – წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil