CNN-მა ხარჩო მსოფლიოს საუკეთესო 20 წვნიანს შორის დაასახელა

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ხარჩო მსოფლიოს საუკეთესო 20 წვნიანს შორის დაასახელა, – ამის შესახებ CNN Travel-ის სტატიაში წერია, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო წვნიანებს ეძღვნება.

რეიტინგი ოცი სხვადასხვა ტიპის წვნიანს აერთიანებს და მათ შორის ქართული ტრადიციული კერძიც მოხვდა.

ხარჩოს შესახებ ვკითხულობთ, რომ საქართველოში ამ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წვნიანს თავისებურ გემოს ტყემლის სოუსი სძენს. სწორედ უმწიფარი ტყემლის სიმჟავე ამრავალფეროვნებს ცხიმიანი საქონლის ხორცითა და გატარებული ნიგვზით მომზადებული კერძის გემოს, თუმცა ხარჩოს არომატის განსაკუთრებულობას მაინც უცხო სუნელი ქმნის.

რეიტინგში ასევე მოხვდა: უკრაინული ბორშჩი, ესპანური გასპაჩო, ფრანგული ბუიაბესი, ჩინური ლანჯოუ, მუსლიმურ ქვეყნებში პოპულარული ჩორბა და სხვა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

READ  „ძალიან მაღალია ალბათობა, სკოლაში შესულ 5-წლიან ბავშვებს სხვადასხვა პრობლემები ჰქონდეთ“ – რა საფრთხეებზე მიუთითებს დაჩი ნანობაშვილი
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის