ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
spot_img
მთავარისკოლებიდაახლოებით 900 სკოლაა, სადაც ახალი დირექტორი დაინიშნა და ერთ შემთხვევასაც ვერ ასახელებენ,...

დაახლოებით 900 სკოლაა, სადაც ახალი დირექტორი დაინიშნა და ერთ შემთხვევასაც ვერ ასახელებენ, რომ ვინმე არაკვალიფიციური ან ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანი შეირჩა – ამილახვარი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დირექტორობის მსურველთა კონკურსის შესახებ ჟურნალისტების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტები მიზანმიმართულად ცდილობენ, როგორმე დააზიანონ რეფორმები, რომლებიც წარმატებით ხორციელდება და ავრცელებენ დეზინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე – იქნება ეს მასწავლებელთა ხელფასების მატება, თუ დირექტორობის მსურველთა კონკურსი.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გავაკეთე და კიდევ ერთხელ განვმარტავ. დღეს ჩვენი ოპონენტები ხედავენ, რეფორმები წარმატებით მიმდინარეობს, პრობლემებს ვუმკლავდებით და პოზიტივი მოდის სისტემიდან – ბუნებრივია, ახლა მათ სხვა ამოცანა არ ამოძრავებთ, გარდა იმისა, რომ როგორმე დააზიანონ ეს პროცესი. ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე. იქნება ეს ხელფასების მატება, თუ დირექტორობის მსურველთა კონკურსი.
აღსანიშნავია, რომ სკოლების 92%-ში, სადაც კონკურსები ჩატარდა და აპლიკანტებმა შემოიტანეს განცხადებები, სკოლების სამეურვეო საბჭოებმა თავად აირჩიეს კანდიდატები. მხოლოდ 8% დარჩა ისეთი, სადაც არ აურჩევიათ.
მე გამიზნულად არცერთი დისკრეცია არ გამომიყენებია, თუმცა ამის სრული, კანონიერი უფლება მაქვს. და ახლა ზოგიერთი ადამიანი აცხადებს, რომ უნდა გამოვიყენოთ დისკრეცია. რისთვის უნდა გამოვიყენოთ? კვალიფიციურმა კომისიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ წარდგენის უფლება გამოვიყენეთ.
იყო ადგილები სადაც აირჩიეს კანდიდატი, მაგრამ იყო ადგილები, სადაც არ აურჩევიათ. თუ ვინმე არ იქნა წარდგენილი ეს აუცილებლად დასაბუთებულია შესაბამის ოქმებში. ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თუ ფიქრობს, რომ მათი უფლება შეილახა.
სიმართლე ერთია – დაახლოებით 900 სკოლაა, სადაც ახალი დირექტორი დაინიშნა და ერთ შემთხვევასაც ვერ ასახელებენ, რომ ვინმე არაკვალიფიციური ან გარკვეული სუბიექტური მიზნებით განმწესებული, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანი შეირჩა.

ბრძენია ხალხი, ბრძენი არიან ჩვენი პედაგოგები და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ქმნიან განათლების სისტემას. შესაბამისად, ბუნებრივია, ისინი არასდროს აჰყვებიან ვიწრო ინტერესებზე დაფუძნებულ ცრუ აჟიოტაჟს, რომლის უკანაც შესაძლოა, იყოს გულისწყრომა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, თუ ვინმე თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა, ამისთვის არ არის გარკვეული პროტესტები საჭირო, ამისთვის საჭიროა სამართლებრივად მოქმედება.

იმ შემთხვევაში, თუ ამ პროტესტის უკან დგას დიდი პოლიტიკური ამოცანები, მაშინ გასაგებია რატომაც – მათ უნდათ, დააზიანონ ის მასშტაბური რეფორმები, რომლებიც ჩვენ განათლების სისტემაში დავიწყეთ“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
„საქართველოში, ადამიანები ყველაზე ხშირად, ინტერნეტზე არიან დამოკიდებული“

„საქართველოში, ადამიანები ყველაზე ხშირად, ინტერნეტზე არიან დამოკიდებული“

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი