2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურება სრული დატვირთვის შემთხვევაში საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება

2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურება სრული დატვირთვის შემთხვევაში საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა
თბილისის მერიის 450 ლარიანი ფინანსური წახალისების პროგრამის შესახებ არსებული მითები და რეალობა. გაიგე, როგორ მიიღო დაფინანსება სწორი ინფორმაციის საფუძველზე.

ჩვენთვის ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის ზოგადი განათლების განვითარება. ამ კუთხით ყველაზე მთავარია მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება. ჩვენი ხელისუფლების დროს პედაგოგთა ანაზღაურების დაახლოებით 200%-იანი მატება იყო და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. მიმდინარეობს ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა. პროცესში ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე. 2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურება სრული დატვირთვის შემთხვევაში საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება, – აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ახალი სახელფასო პოლიტიკის ფარგლებში ყველა მასწავლებელს შეეხება.

„ანაზღაურების მატების შედეგად, ბოლო წლებთან შედარებით ისინი აიღებენ 4-ჯერ, 5-ჯერ მეტ ხელფასს.
ჩნდება კითხვა რატომ პირველი ივლისიდან. იმიტომ, რომ აუცილებელია სისტემა გადაერთოს ახალ სახელფასო პოლიტიკაზე და ამის გაკეთება შეუძლებელია სასწავლო წლის მიმდინარეობისას. შესაბამისად, სასწავლო წელი როგორც კი დასრულდება, პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო სისტემა. ჩვენი გმირი მასწავლებლები იმსახურებენ ღირსეულ ანაზღაურებას. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სკოლებში კიდევ უფრო ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას, რაც ჩვენი ნათელი მომავლის საწინდარია“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2023). 2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურება სრული დატვირთვის შემთხვევაში საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება. 4 დეკემბერი, 2023. https://sheniganatleba.ge/2024-tslis-pirveli-ivlisidan-mastsavleblis-anazghaureba-sruli-datvirthvis-shemthkhvevashi-sashualod-500-larith-gaizrdeba/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. 2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურება სრული დატვირთვის შემთხვევაში საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2023 [ციტირებულია: 2026 სექ 24]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/2024-tslis-pirveli-ivlisidan-mastsavleblis-anazghaureba-sruli-datvirthvis-shemthkhvevashi-sashualod-500-larith-gaizrdeba/
sheniganatleba.ge
READ  შეიძლება თუ არა ქონება ბავშვზე გადაფორმდეს და ვის აქვს ამ ქონების გაყიდვის უფლება - იურისტის განმარტება
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network