ჩემს მოადგილეებთან ერთად შევხვდი მასწავლებლებს, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ. მოვუსმინე მათ არგუმენტებს და პირადად გავაცანი სახელფასო პოლიტიკისა და დირექტორების არჩევნების შესახებ ჩემი მოსაზრებები – ამილახვარი

ჩემს მოადგილეებთან ერთად შევხვდი მასწავლებლებს, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ. მოვუსმინე მათ არგუმენტებს და პირადად გავაცანი სახელფასო პოლიტიკისა და დირექტორების არჩევნების შესახებ ჩემი მოსაზრებები – ამილახვარი | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა
ამილახვარი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებლების პროტესტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს.

მისი თქმით, თუ კონკრეტული პირები თვლიან, რომ დაირღვა მათი უფლებები ამისთვის არსებობს სასამართლო, ასე ხდება ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში.

„შევხვდი ამ ადამიანებს, ჩემს მოადგილეებთან ერთად. მოვუსმინე მათ არგუმენტებს და პირადად გავაცანი სახელფასო პოლიტიკისა და დირექტორების არჩევნების შესახებ ჩემი მოსაზრებები.
ჩვენ ყველას ვხვდებით. კონკრეტულად ამ ადამიანებს ადრეც არაერთხელ შევხვდი. თითოეულის გულისწუხილი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვთვლი, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე პრობლემა, მოსმენას აუცილებლად იმსახურებს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ჩვენ არ მივეკუთვნებით იმ კატეგორიას, რომელიც არ ითვალისწინებს საზოგადოების აზრს. ვიცით, როგორია უმრავლესობის განწყობა, ვიცით, რომ ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ერთი ადამიანიც თუ აპროტესტებს რაღაცას მას აუცილებლად შევხვდებით და მოვუსმენთ.
მინდა აღვნიშნო, რომ თავად სასკოლო საზოგადოება – მასწავლებლები და მშობლები – სცემს პასუხს დირექტორობის მსურველთა კონკურსის ირგვლივ დასმულ კითხვებს, რომ არსად არ გამოკვეთილა არანაირი სამართალდარღვევა და ამ პროცესს უკმაყოფილება არ გამოუწვევია. თუ კონკრეტული პირები თვლიან, რომ დაირღვა მათი უფლებები ამისთვის არსებობს სასამართლო, ასე ხდება ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. პირველები ვართ, ვინც დავიწყეთ სკოლების ავტონომიის ზრდაზე მუშაობა, ასე რომ მათი არგუმენტები ამ კუთხით მიუღებელია“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2023). ჩემს მოადგილეებთან ერთად შევხვდი მასწავლებლებს, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ. მოვუსმინე მათ არგუმენტებს და პირადად გავაცანი სახელფასო პოლიტიკისა და დირექტორების არჩევნების შესახებ ჩემი მოსაზრებები – ამილახვარი. 4 დეკემბერი, 2023. https://sheniganatleba.ge/chems-moadgileebthan-erthad-shevkhvdi-mastsavleblebs-romlebits-protests-gamokhataven-movusmine-math-argumentebs-da-piradad-gavatsani-sakhelphaso-politikisa-da-direqtorebis-archevnebis-shesakheb-chemi/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. ჩემს მოადგილეებთან ერთად შევხვდი მასწავლებლებს, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ. მოვუსმინე მათ არგუმენტებს და პირადად გავაცანი სახელფასო პოლიტიკისა და დირექტორების არჩევნების შესახებ ჩემი მოსაზრებები – ამილახვარი [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2023 [ციტირებულია: 2026 სექ 24]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/chems-moadgileebthan-erthad-shevkhvdi-mastsavleblebs-romlebits-protests-gamokhataven-movusmine-math-argumentebs-da-piradad-gavatsani-sakhelphaso-politikisa-da-direqtorebis-archevnebis-shesakheb-chemi/
sheniganatleba.ge
READ  "სკოლებში აუცილებელია, შემოვიღოთ, დავაბრუნოთ ე.წ. ეროვნული შეფასება" - მე-6-მე-9 კლასებში ე.წ. სადიაგნოსტიკო, მე-12 კლასში კი განმსაზღვრელი შეფასება დაინერგება
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network