სამშაბათი, აპრილი 8, 2025
spot_img
მთავარიUncategorized„დასასრულის დასაწყისია. სანამ დროა, მოუსმინეთ ხალხს…“ – გიორგი ფხაკაძე

„დასასრულის დასაწყისია. სანამ დროა, მოუსმინეთ ხალხს…“ – გიორგი ფხაკაძე

15/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას ავრცელებს:

„ქუთაისში, ჩემს ქალაქში – მე არ მახსოვს, ოდესმე ამდენი ხალხი გამოსულიყოს. ეს ძალიან დასაფიქრებელია. როცა საზოგადოება რამეს ითხოვს, უნდა მოუსმინონ… ვინც საზოგადოებას არ უსმენს, ყოველთვის აგებს. დიალოგიც, მოლაპარაკებაც და დათმობაც უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, მოსახლეობასთან ხისტი ურთიერთობა ყველას აზარალებს.

მე ძირძველი ქუთაისელი ვარ, გეუბნებით, როგორც წესი, ქუთაისელები მიტინგზე არ დადიან. ასეთ ქალაქში ამდენი ხალხი რომ გამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ საქმე არ არის მარტივად. ის, რაც ქუთაისში ხდება, დასასრულის დასაწყისია.

სანამ დროა, მოუსმინეთ ხალხს

თქვენ თუ გგონიათ, კაბინეტებში რაიმეს მოაგვარებთ, ძალიან ცდებით, თქვენ აცდენილი ხართ რეალობას. ქვეყანა დუღს, ჭკვიანი ხელისუფალი უნდა გრძნობდეს, რა ტკივა მოსახლეობას, უნდა მოუსმინოს ხალხს, უნდა გააკეთო არა ის, რაშიც ფულს მოტეხავ, არამედ ის, რაც ხალხს სჭირდება….იმიტომ, რომ ბოლოს მაინც არ შეგრჩება;
ქუთაისელის მიტინგზე გამოყვანა, – ეს არის „განგაშის ზარი“. მე ხელისუფლების ადგილზე ახლა ყველას დავუძახებდი კონსულტაციებისთვის, ეშმაკსაც კი დავუძახებდი რჩევისთვის, ოღონდ გამოსავალი მეპოვა.

არავითარი ძალის გამოყენება! ძალას მოჰყვება უფრო ძლიერი ძალა, ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ გვინდა სიმშვიდე და ქვეყნის აშენება.“


როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, ამ თემასთან დაკავშირებით ვერანაირ პოლიტიკურ განცხადებას ვერ გააკეთებ, მისი სფერო ჯანდაცვაა, მაგრამ ქართველია და საქართველო ტკივა, ამიტომაც მოვლენებისადმი მის დამოკიდებულებას გამოხატავს.


„ამ თემასთან დაკავშირებით მე ვერანაირ პოლიტიკურ განცხადებას ვერ გავაკეთებ, ჩემი სფერო ჯანდაცვაა, მაგრამ ქართველი ვარ და საქართველო მტკივა, ამიტომაც მოვლენებისადმი ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავ. დეტალებში არ ჩავალ, მე პოლიტიკა არ მაინტერესებს, მაგრამ არაპროფესიონალიზმი და კორუფცია რომ არის ყველგან, ამის შედეგია ის, რაც დღეს ხდება. ასეა არა მარტო ჯანდაცვაში, არამედ ყველა სფეროში.

პოლიტიკოსებო, ერთმანეთში ურთიერთობების გარკვევას რომ გადაყევით, ეკთილი ინებეთ, ახლა ყველაფერი გვერდზე გადადეთ, დასხედით ერთ ოთახში და მიიღეთ გონიერი გადაწყვეტილება. ქვეყანას არეულობა არ სჭირდება, ჩვენ გვჭირდება ქვეყნის აშენება. ქვეყანაა მისახედი, დასხედით და მოაგვარეთ მოსაგვარებელი! იფიქრეთ, მოილაპარაკეთ, გამოდით და გამოაცხადეთ, – რასაც გააკეთებთ. არ უნდა ამას 20 და 30 რაუნდი, – იმოქმედეთ! ქვეყანას სჭირდება ერთობა. ყველა ვინც არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, ასე უნდა მოიქცეს.

ჩვენ გვყავს ორი მტერი – რუსეთი და კორონავირუსი! სხვა მტერი საქართველოში არ არის და მტრის ხატებს ხელოვნურად ნუ ქმნით!
ხალხი თუ გამოვიდა, უნდა მოუსმინოთ! ამას ქვია ანგარიშვალდებულება!
ქვეყანა გვაქვს ერთი, ქვეყანა ინგრევა, უნდა მივხედოთ. გეყოთ ფულის ჭამა და კინკლაობა! – გვესაუბრა პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

აპრილი 7, 2025
სად გავა მე-3 ხაზი – თბილისის მერია მეტროს მე-3 ხაზის პროექტზე მუშაობს

სად გავა მე-3 ხაზი – თბილისის მერია მეტროს მე-3 ხაზის პროექტზე მუშაობს

7 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი