შაბათი, სექტემბერი 27, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedეროვნული თავდაცვის აკადემიაში საკანდიდატო კურსის წარჩინებული მსმენელები დააჯილდოვეს

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საკანდიდატო კურსის წარჩინებული მსმენელები დააჯილდოვეს

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის, საკანდიდატო კურსის წარჩინებული მსმენელების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

საკანდიდატო კურსის მსმენელებმა: I კლასის  რიგითმა დაჩი ზიზიაშვილმა, რიგითმა ეთერ გიგაშვილმა შუალედური რეიტინგული ქულების შეჯამების შემდეგ, უმაღლესი აკადემიური შეფასება მიიღეს.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ წარჩინებულ მსმენელებს საპატიო სიგელები, მათ მშობლებს კი, საპატიო დაფები გადასცა და მადლობა გადაუხადა ღირსეული შვილების აღზრდისთვის.

ეროვნული თავდაცვის აკადემია 2024 წლის გაზაფხულზე გეგმავს მიღებას უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსზე. საკანდიდატო კურსზე ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურეებს უნარჩუნდებათ კუთვნილი ხელფასი, ხოლო კურსზე ჩარიცხული სამოქალაქო პირები მიიღებენ ფულად სარგოს 1200 ლარის ოდენობით, ასევე ისარგებლებენ სრული სადაზღვევო პაკეტით და სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა პრივილეგიებით.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება ნეონატოლოგიური ცენტრი N ქირონ+-ში
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი