შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიპირადი ისტორიებიგაიცანით ქეთი მექერიშვილი გურჯაანიდან, რომელიც მინას ამუშავებს და სხვადასხვა ნივთებს ქმნის

გაიცანით ქეთი მექერიშვილი გურჯაანიდან, რომელიც მინას ამუშავებს და სხვადასხვა ნივთებს ქმნის

გურჯაანში მცხოვრები ხელოვანი, მხატვრული მინის დიზაინერი ქეთი მექერიშვილი მინას ამუშავებს და მისგან სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს, პანოებს, ყველის დაფებს, ვიტრაჟებს, მინისგან შექმნილ პეიზაჟებს და პორტრეტებს ამზადებს.

ქეთი აღნიშნული საქმიანობით 15 წლის წინ დაინტერესდა. საქართველოში თეორიული სწავლის შემდეგ, ევროპაში მიიღო ყველაზე დიდი პრაქტიკული გამოცდილება, შემდეგ კი ისევ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა და წლების განმავლობაში მივიწყებული დარგის ხელახლა გაცოცხლება გადაწყვიტა.

ქეთი თავდაპირველად თბილისში, შემდეგ კი გურჯაანში ჩამოვიდა და აქტიურად საქმიანობა დაიწყო. ის საკუთარი ხელით ამუშავებს მინას და საკუთარი დიზაინით, ქართულ მოტივებზე ქმნის ყველა ნივთს, რომლის ანალოგსაც სხვაგან ვერსად ნახავთ.

,პროფესიით ვარ მხატვრული მინის დიზაინერი, დავამთავრე სამხატვრო აკადემია და ბაკალაბრის და მაგისტრის ხარისხიც მაქვს ამ მიმართულებით. გარკვეული პერიოდი ოჯახთან ერთად ევროპაში ვცხოვრობდი. ასევე კვალიფიკაციის ასამაღლებლად ვიმუშავე 2 წლის მანძილზე მთავარ დიზაინერად მინის სახელოსნოში, სადაც თეორული ცოდნის შემდეგ დიდი პრაქტიკული გამოცდილება მივიღე. გარკვეული პერიოდის შემდეგ კარგად ვისწავლე მინის სწორად დამუშავება. როცა საზღვარგარეთ ვიყავი, ვმუშაობდი ძირითადად ფრანგების და ამერიკელების ვილებზე, კერძო დაკვეთებზე და ამ ყველაფრის გაკეთება მარტოს მიწევდა. ამან დიდი გამოცდილება მომცა. 2011 წელს საქართველოში გადავწყვიტე წამოსვლა.

კონკრეტული საქმიანობის დაწყებისას, დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც იზრდები. მამა იყო დირიჟორი, ლოტბარი, დედა კი ფორტეპიანოს პედაგოგია. სწორედ ამიტომ, გარკვეული ბმები ყოველთვის იყო ხოლმე ხელოვნებასთან.
როცა საქართველოში ჩამოვედი, ყველფერი ნულიდან დავიწყე ჩემს მეუღლესთან ერთად. შევიძინეთ მინის გამოსადნობი დიდი ღუმელი და დავიწყეთ ნულიდან საქმე. დაახლოებით ვხვდებოდი რა უნდა მეკეთებინა, საქართველოში. მაშინ ამ საკითხზე ინფორმაცია ნაკლები იყო და ფერად მინას რომ ხედავდნენ იტალიური მინა ეგონათ’’,-აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ქეთი მექერიშვილი.

ქეთი განმარტავს, რომ ქართული მინა და მინაზე მუშაობა ბევრი წლის წინ პოპულარული იყო, თუმცა შემდეგ სახელოსნოები დაანგრიეს და მინაზე მუშაობაც დავიწყებას მიეცა. ვრცლად

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი