პარასკევი, ნოემბერი 29, 2024
spot_img
მთავარიინტერვიუ„გამოასწორეთ შეცდომა, გამოიყენეთ დისკრეცია“ – მასწავლებლის გზავნილი განათლების მინისტრს, რომელიც შიმშილობის დაწყებაზე...

„გამოასწორეთ შეცდომა, გამოიყენეთ დისკრეცია“ – მასწავლებლის გზავნილი განათლების მინისტრს, რომელიც შიმშილობის დაწყებაზე საუბრობს

„გაკვეთილების შემდეგ, დღესაც წავალ განათლების სამინისტროსთან. ერთადერთი, რაც პედაგოგს არ ეპატიება, მოსწავლეებისათვის გაკვეთილების გაცდენაა… ჩემი მოსწავლეებისგან ასეთი ფრაზებიც მომისმენია, მასწავლებელო, მე არ მინდა, რომ დირექტორი გახდეთ, მე მინდა, თქვენ ჩემი მასწავლებელი იყოთ“, – ეს სიტყვები EDU.ARIS.GE-ს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ბოლო, გასაუბრების ეტაპზე „დაწუნებულმა“ კანდიდატმა, მაია ეკალაძემ უთხრა, რომელიც ბოლო ერთი კვირაა, სკოლაში გაკვეთილების ჩატარების შემდეგ, განათლების სამინისტროსთან აპროტესტებს მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას და გვეუბნება, რომ გიორგი ამილახვარის უწყებასთან შიმშილობის დაწყებასაც არ გამორიცხავს.

„ბატონო გიორგი, გთხოვთ, ჩანიშნეთ შეხვედრა დაწუნებულ, უფრო სწორად დასჯილ დირექტორებთან“ – მიმართვა განათლების მინისტრს

5 განმარტება განათლების მინისტრის „საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ბრიფინგის“ შესახებ სკოლის დირექტორების საკითხზე – შალვა ტაბატაძის პოზიცია

მაია ეკალაძე ნახევარი წელია, დირექტორობის სხვა კანდიდატებთან ერთად (გიორგი ჭაუჭიძე, დავით ფერაძე…), მინისტრთან შეხვედრას სხვადასხვა ადგილას და ფორმით ითხოვს. ის ამბობს, რომ 2014 წლიდან დირექტორის სერტიფიკატი ჰქონდა და მისი უნარები არც ახლა შესუსტებულა, პირიქით, გაიზარდა და სწორედ ამიტომ არ ესმის, თუ გასაუბრების ეტაპი სამართლიანი იყო, რატომ ვერ უნდა მიეღო მას სერტიფიკატი.

– როგორ ხართ, ქალბატონო მაია? რამდენი დღეა, რაც განათლების სამინისტროსთან მიდიხართ და ელით, რომ ყურადღება მოგაქციონ, ამის პარალელურად კი გაკვეთილებს ატარებთ?

– მადლობა. დღეს მერვე კლასთან ვითხოვე, რომ გადაღლის გამო, დავჯდებოდი და გაკვეთილს ასე ჩავატარებდი. ისე დასრულდა გაკვეთილი, ერთი შენიშვნის მიცემა არ მომიწია არცერთი მოსწავლისთვის, მათი უსიტყვო მხარდაჭერა მაძლიერებს.

ორშაბათიდან (27 ნოემბერი) ვართ სამინისტროსთან. ძირითადად სამი ადამიანი, თუმცა გვიერთდებიან სხვა კანდიდატებიც. ადამიანებს გაკვეთილები აქვთ. მეც გაკვეთილების დასრულების შემდეგ მივდივარ. განათლების მინისტრის გამოსვლის დღეს პარლამენტთან ვიყავით, სხვა დღეებში სამინისტროსთან ვართ.

– რა არის თქვენი მოთხოვნა?

– ჩვენ მინისტრის დანახვა და ხელის ჩამორთმევა კი არ გვინდა, მიზანი ეს არ არის. 16 კითხვა მაქვს შეგზავნილი და არცერთ კითხვაზე პასუხი არ არის. პასუხები გვჭირდება და რა ფორმითაც სურს, ისე გამოგვიგზავნოს. რატომ ამბობს მინისტრი, რომ ორჯერ შეხვდა, ჩვენ რომ მინისტრის მოადგილეს შევხვდით, წავედით კომუნიკაციაზე, გადავეცით კონკრეტული კითხვები და პასუხი გვჭირდება. მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა თამარ მახარაშვილმა გვითხრა, რომ „ჩვენი დახმარება უნდა“. საქველმოქმედო ორგანიზაციაში ხომ არ მივსულვართ?, დახმარება არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება შეცდომების აღიარება და გამოსწორება. ერთადერთი, ამ ეტაპზე, რითიც ეს შესაძლებელია, არის დისკრეციის გამოყენება იმ არასწორად დაწუნებული სკოლის დირექტორობის კანდიდატებთან დაკავშირებით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ხუთასივე სხვა ნიშნით არის დაწუნებული, მათ ხომ ეს ძალიან კარგად იციან… ყოფილი კომისიის წევრები ამბობენ, რომ სიები მოგვეწოდებოდა ვისთვის გვეთქვა „ჰო“ და ვისთვის – „არა“. გასაუბრების პირველ და მეორე ეტაპზე ერთნაირი ნიშნით დაგვიწუნეს ეს ადამიანები და შეუძლებელია, რომ ეს იყოს კონკურსი. ამ დროს, 1200 სკოლა, ამაზე ოდნავ მეტი, ან ნაკლები დირექტორის გარეშეა დარჩენილი. ეს ადამიანები 6, 12, 8 წლით და განსხვავებული დროით დირექტორები არიან და წარმოიდგინეთ, სერტიფიცირებისას ტესტირების ეტაპი ვერ გადალახეს, წაკითხულს ვერ იაზრებენ. ხისტად ვიტყვი და აღარ მოვერიდები, ყოველგვარ უხამსობას აქვს ადგილი ამ გასაუბრებებზე, ენა ვერ აღწერს და ვერ იტყვის, რაც ჰქვია ამ გასაუბრებებს.

– რა უნდა გააკეთოს დღეს კონკრეტულად სამინისტრომ, რომ თქვენ დაგაკმაყოფილოთ?

– პირველ რიგში, შეცდომა უნდა გამოასწოროს. მან ხომ იცის, ვინ დაბლოკა არასწორად. თუ ეს მინისტრის ბრალი არ არის და მინისტრი არაფერ შუაშია, არაინფორმირებულია, რაც ასევე ძალიან ცუდია, რადგან ჩვენ გვჭირდება მინისტრი, რომელიც ინფორმირებულიც უნდა იყოს და გადაწყვეტილებებსაც სწრაფად და სწორად იღებდეს, ასეთ შემთხვევაში, გამოასწოროს ეს შეცდომა და დანიშნოს დისკრეციით ყველა ეს ადამიანი (დირექტორობის “დაბლოკილი” კანდიდატები). წაიკითხეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

ნოემბერი 28, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

ნოემბერი 28, 2024
ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ნოემბერი 28, 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

ნოემბერი 28, 2024
ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

28 ნოემბერი 2024
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

ნოემბერი 28, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი