შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedგიორგი ფხაკაძე: ბავშვებმა 2 წლიდან უნდა გამოიყენონ პირბადეები, ეს არის ერთადერთი გამოსავალი

გიორგი ფხაკაძე: ბავშვებმა 2 წლიდან უნდა გამოიყენონ პირბადეები, ეს არის ერთადერთი გამოსავალი

01/07/2021

პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” კორონავირუსის მუტირებულ, დელტა შტამზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის უფრო მაღალი გადამდებობით გამოირჩევა და ვერაგ გართულებას იწვევს ბავშვებში.


აქედან გამომდინარე, ექსპერტის რეკომენდაციაა, რომ 2 წლიდან ბავშვებმა პირბადეები გამოიყენონ.


გიორგი ფხაკაძის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს აცრა გაკეთებული აქვს თუ არა, სამედიცინო პირბადე აბსოლუტურად ყველამ უნდა გამოიყენოს.


“როდესაც ინდოეთში აფეთქება დაიწყო, ჩვეულებრივი კოვიდი ეგონათ. პირველი განგაში ბავშვთა საავადმყოფოებიდან წამოვიდა. ძალიან მოკლე დროში გადაიტვირთა პედიატრიული განყოფილებები. აფეთქება ბავშვებიდან დაიწყო. ეს არის ზუსტად განსხვავება. დელტა ვირუსი აღარ ზოგავს არც ბავშვს, არც დიდებს და არც მოხუცებს.


სამწუხაროდ, ბავშვებში არის უფრო ვერაგი. ადრე გვეგონა, რომ ბავშვებს არც პირბადე უნდათ და არც არაფერი. ჩემი მეგობრებისადმი მაქვს რეკომენდაცია, რომ რა თქმა უნდა, 2 წლიდან ბავშვებმა უნდა გამოიყენონ პირბადეები.

პირბადე აბსოლუტურად ყველამ უნდა გამოიყენოს, ვისაც აქვს ვაქცინა გაკეთებული და ვისაც არ აქვს. ვინც გადაიტანა და ვინც არ გადაიტანა. ერთადერთი გამოსავალი არის ეს მაგიური საშუალება, რასაც ჰქვია სამედიცინო პირბადე”- განაცხადა “ფორტუნას” ეთერში გიორგი ფხაკაძემ.


ვიდეო – https://www.facebook.com/watch/live/?ref=external&v=926814011496654




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-bavshvebma-2-wlidan-unda-gamoiyenon-pirbadeebi-es-aris-ertaderti-gamosavali



author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  „ეს არის ტყუილი – წლის ბოლომდე მოსახლეობის 70% უნდა იყოს აცრილი …“-გიორგი ფხაკაძე
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი