13/12/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ შესახებ სიახლეებს გვაცნობს:
„სიახლეები „ომიკრონის“ შესახებ. ნელ-ნელა გვაქვს მცირე და საინტერესო სიახლეები.
„ომიკრონი“ 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, შესაბამისად უფრო ბევრი ადამიანი დაინფიცირდება მოკლე დროში.
„ომიკრონით“ რეინფიცირების შანსი ინფიცირებულებში 5-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ვაქცინირებულებში – შესაბამისად, „ფაიზერით“ ან „მოდერნათი“ 2-ჯერ ვაქცინირებულები უფრო დაცულები არიან.
ბუსტერ დოზები არის დღესდღეობით პირველი რიგის “თავდაცვის” საშუალება. შესაბამისად, მე-3 დოზა „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინები უნდა იყოს პრიორიტეტული.
პირველადი მონაცემები სამხრეთ აფრიკიდან (ოპტიმისტური, მაგრამ მაინც უნდა დაველოდოთ 2-3 კვირა უფრო სრული სურათისთვის) აჩვენებს, რომ „ომიკრონი“ უფრო იოლ ფორმაშია, ვიდრე „დელტა“ და „ბეტა“ ვარიანტები.
ვირუსი არსად წასულა. გაუფრთხილდით ერთმანეთს. გახსოვდეთ:
აიცერით „ფაიზერით“ ან „მოდერნას“ ვაქცინით
ბუსტერ დოზები „ფაიზერით“ ან „მოდერნათი“. არ გადადოთ.
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე
გაანიავეთ დახურული სივრცეები ყოველ 15-20 წუთში
დაიცავით დისტანცია (1 მეტრი მაინც)
დაიბანეთ ხელები (საუკეთესოა, საპნით)
იფიქრეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ, შეაჩეროთ ეს ვერაგი ვირუსი
აერიდეთ ყალბ ინფორმაციას. ყალბი ინფორმაციის გავრცელება უდრის ვირუსის გავრცელებას
იყავით პოზიტიურები და გახსოვდეთ, რომ ჩვენ ამ ვერაგ ვირუსს მხოლოდ ერთობლივი ძალებით თუ დავამარცხებთ
ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ ჩავკეტოთ ქვეყანა. ვუთხრათ არა ლოკდაუნს და მოვარჯულოთ ეს ვირუსი
ყველაფერი არის ჩვენს ხელში
ყველაფერი იქნება კარგად.
ჯანმრთელობას გისურვებთ…“
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil