პარასკევი, აპრილი 18, 2025
spot_img
მთავარიUncategorized„ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი 130 მძევლის გათავისუფლების მოწოდებით თბილისში ებრაული თემის წარმომადგენლებმა ცაში...

„ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი 130 მძევლის გათავისუფლების მოწოდებით თბილისში ებრაული თემის წარმომადგენლებმა ცაში 130 ყვითელი ბუშტი გაუშვეს

საქართველოში ისრაელის საელჩოს ცნობით, „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი 130 მძევლის გათავისუფლების მოწოდებით თბილისში ებრაული თემის წარმომადგენლებმა და საზოგადოების წევრებმა ცაში 130 ყვითელი ბუშტი გაუშვეს.

„77 დაუსრულებელი დღე და ღამე მათ გარეშე. 130 ბავშვი, ქალი და მამაკაცი კვლავ ტყვეობაშია. ჩვენ თბილისიდანაც მოვუწოდებთ და ვლოცულობთ მძევლების დაუყოვნებლივი გათავისუფლებისთვის.

შაბათის დამდეგს, თბილისში ებრაული თემის წარმომადგენლებთან ერთად 130 ყვითელი ბუშტი გავუშვით ცაში. შემოგვიერთდით ჩვენს მოწოდებაში, რომ დავაბრუნოთ ყველა მძევალი“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

#drpkhakadze  #sheniganatleba

READ  წელს საქართველოში აივ ინფიცირების 393 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი