ოთხშაბათი, აპრილი 9, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedინდური შტამი საქართველოში დაფიქსირდა? “ინდური შტამის შემთხვევაში, იმუნიტეტი არ მოქმედებს...

ინდური შტამი საქართველოში დაფიქსირდა? “ინდური შტამის შემთხვევაში, იმუნიტეტი არ მოქმედებს…

26/04/2021

თამო კეშელავა, ალია


„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე.


– უნდა გკითხოთ პოსტკოვიდურ გართულებებზეც, აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტი გართულება შეიძლება დაუტოვოს იმ ადამიანების ნაწილს, ვინც გადაიტანა კოვიდი, ხომ?


– ინვალიდდება ხალხი, ინვალიდობა მხოლოდ ეტლში ჩაჯდომა ხომ არ არის, ხალხო, კოვიდგადატანილების 30 პროცენტში მოქმედებს სასუნთქ გზებზე, გულზე, სპერმაზე, გამრავლებაზე, ფსიქოლოგიურ პრობლემებს ტოვებს და ა.შ. „ევექსის“ ერთ-ერთ დირექტორს ვუსმენდი, თავად აღიარა კოვიდგადატანილთა 60 პროცენტი უკან დაგვიბრუნდა ჰოსპიტალში პოსტკოვიდური პრობლემების გამოო.


არამარტო კოვიდგადატანილებში, სამწუხაროდ, მძიმე გართულებებს იწვევს ფეხმძიმე ქალებში, 5-ჯერ მეტია შანსი, რომ მოხვდეს რეანიმაციაში, ძალიან მაღალი პროცენტია ნაადრევი მშობიარობის, თითქმის 90 პროცენტი, ძალიან მაღალია პროცენტი ბავშვის დაღუპვის. რომ გადავხედე კვლევებს გული გამისკდა. ყველაფერი უნდა გააკეთოს ორსულმა ქალმა, რომ არ დაემართოს კოვიდი.


სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ შესაძლებელია, უკვე საქართველოშიც იყო შემოსული ინდური შტამი… ამას კი არ ვგრძნობ, ნათელმხილველი კი არა ვარ, გარკვეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობ. სასწრაფოდ უნდა მოხდეს სრული სამედიცინო პერსონალის მობილიზება. ინდური შტამის შემთხვევაში, იმუნიტეტი არ მოქმედებს, არ აინტერესებს იმუნიტეტი, ეგრევე შეიძლება მოხდეს რეინფიცირება.


დავიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია ყველგან, ტრანსპორტში მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია, გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე. ვამბობდი, რომ სკოლებშიც უნდა დაეცვათ დისტანცია და ეტარებიათ პირბადე, ვთქვი, რომ 5 წელზე ზემოთ ბავშვებში ეტარებინათ პირბადე, არ ვიცი, რა გაიგეს იმათ, მეხუთე კლასიდან ზემოთ გაიკეთონ ბავშვებმა პირბადეო და რამდენი ბავშვია ახლა ინფიცირებული?


რამდენი კლასი? რამდენი სკოლა ისევ დაიხურა? ვინ არის პასუხისმგებელი? ან ის ბავშვი სკოლამდე რომ მივა, მეტრო ხომ უნდა გაიაროს? და მეტრო არის კორონას გავრცელების ცენტრი.


შეიძლება უაზრო რაღაცას ვამბობ, მაგრამ ზოგჯერ მგონია, სპეციალურად ცდილობენ ვირუსის გავრცელებას და მერე ამით ხალხის კონტროლს, აბა, არ ვიცი, რა ვიფიქრო, საღი აზროვნების ადამიანი ასე არ მოიქცევა. წინა პრემიერის ყველაფერი არ მომწონდა, მაგრამ რეგულაციების დიდი ნაწილი სწორად იყო დაწესებული, მოვიდა ახალი პრემიერი და ერთ დღეში გააუქმა რეგულაციები.


მე მესმის, ის პოლიტიკოსია და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ სად არიან ის მრჩევლები, რომლებიც ხელფასს იღებენ? სპეციალისტები, ეპიდემიოლოგები? სხვათა შორის, სხვა ქვეყნის პრემიერებმაც გააუქმეს ასე რეგულაციები და ბევრგან ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი გადადგნენ იმის გამო, რომ არ ეთანხმებოდნენ და ესენი სად არიან?


ისევ თავის თანამდებობებზე? ამ ყველაფერში დამნაშავე არის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ღიად ვაცხადებ. მე რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვხელმძღვანელობდე, პირდაპირ პრემიერის კაბინეტში გამოვაცხადებდი შიმშილობას და იქედან არ გამოვიდოდი, სანამ არ გადაიფიქრებდა რეგულაციების მოხსნას.


ახლა ჩაკეტვის წინააღმდეგი ვარ, 3-4 თვეში ფული აღარ გვექნება ხაზინაში, საიდან შემოვა ფული? დონორ ორგანიზაციებსაც აღარ აქვთ უკვე ფული, ვერც ისინი მოგვცემენ და რას ვაპირებთ? ომია, რა დროს 10-წლიანი გეგმაა ომის დროს, ომის დროს უნდა გააკეთო 6-თვიანი გეგმა, უნდა აუხსნა ღიად შენ ხალხს პრობლემის არსი, ომია, ომი.


ასეთი რამ არასოდეს ყოფილა, იმიტომ რომ ქვეყნებიც არასოდეს ყოფილმა ასე მჭიდროდ ერთმანეთთან, მაგალითად, „ესპანკის“ დროს. ნახეთ თბილისის აეროპორტი, სად აღარ მიფრინავენ, ზოგი ამერიკიდან დაბრუნდა, ზოგი ბრაზილიიდან და ზოგი ინდოეთიდან. სტამბულის აეროპორტში საიდან ჩამოსულ ადამიანს აღარ შეხვდები, თუნდაც. არ იყო ქვეყნებს შორის ასეთი მიმოსვლა არც ერთი ეპიდემიის დროს აქამდე და ესეც უწყობს ხელს გავრცელებას. აეროპორტებიც გავრცელების წყაროა.


ჯერ კიდევ შარშან ვთქვი, რომ ეს არის ბიოლოგიური ომი, ვინ დაიწყო ეს ომი არ ვიცი, არც გვაქვს ახლა ჩვენ მაგის გარკვევის დრო, მთავარია გადავრჩეთ. გაიხსნას ქვეყანა, ოღონდ რეგულაციები გაკონტროლდეს ძალიან მკაცრად, რეგულაციების გასაკონტროლებლად სამხედროებიც გამოვიყვანოთ, სრული მობილიზება მოვახდინოთ.


– როდის შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ დასრულდება ვირუსთან ომი?


– ადრე ვფიქრობდი, რომ 2023 წელს დასრულდებოდა ეს ომი. მაშინ ველოდებოდით ვაქცინას, მაშინ არ იყო ასეთი აგრესიული მუტაციები. ახლა სიმართლე გითხრათ – არ ვიცი. მართლა არ ვიცი. გავიმეორებ, ახლა თუ გვინდა გადავრჩეთ, ვაღიაროთ ვირუსი ნომერ პირველ მტრად, ჩავხედოთ თვალებში და ვებრძოლოთ! სხვა გზას ვერ ვხედავ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/induri-shtami-saqarthveloshi-daphiqsirda-induri-shtamis-shemthkhvevashi-imuniteti-ar-moqmedebs-ar-ainteresebs-imuniteti-egreve-sheidzleba-mokhdes-reinphitsireba-giorgi-phkhakadze/


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

8 April, 2025
რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! – ზოგჯერ სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებს

რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! – ზოგჯერ სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებს

აპრილი 8, 2025
საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „გაზაფხულის რითმები“ თბილისში – კულტურული სპექტაკლი 2025 წლის აპრილში

საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „გაზაფხულის რითმები“ თბილისში – კულტურული სპექტაკლი 2025 წლის აპრილში

9 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი